ამერიკის ელჩი გერმანიაში ჯონ ემერსონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მობილური ტელეფონის მოსმენებთან დაკავშირევით ბერლინში, დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველი მას პირადად შეხვდება.
მერკელმა ამ თემასთან დაკავშირებით სრული განმარტება მოითხოვა, ხოლო ცოტა ხნის წინ იგი ამერკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა, სადაც ამერიკის პირველმა პირმა განუცხადა, რომ ამერიკა მის სატელეფონო საუბრებს არ იწერს და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს. მერკელი ამ საკითხის განხილვას ობამასთან პირისპირაც აპირებს სავარაუდოდ მათი შეხვედრა ოთხშაბათს შედგება. ეჭვები სატელოფონო საუბრების მოსმენის შესახებ ედვარდ სნოუდენის სკანდალური განცხადების შემდეგ გაჩნდა, როდესაც მან განაცხადა, რომ ამერიკა დასავლური ქვეყნების ლიდერეების სატელეფონო საუბრებს უსმენდა.