ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საუბარი აუდიტის თითქოსდა მძიმე დასკვნის შესახებ გაზვიადებულია და რეალურად საქმე გვაქვს მხოლოდ მცირე გადაცდომებთან. გაფიცული თანამშრომლები ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესს კვლავ უნდობლობას უცხადებენ და ჯერჯერობით არ იციან, შეხვდებიან თუ არა ახალარჩეულ ხელმძღვანელს.
როგორც ცნობილია,ზაზა აბაშიძე დღეს განათლების მინისტრმა ოფიციალურად უნდა წარადგინოს.
„ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად აპოლიტიკურია. ორ უწყებას შორის დაპირისპირებაა. ერთი მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მეორე მხრივ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. რომლისგანაც ერთ-ერთი არის მეორის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება და მეტი არაფერი. ხოლო მას ჩვენ თავის დეპარტამენტად მივაჩნივართ..."- აცხადებს აქციის მონაწილე გოჩა საითიძე.