ანაკლიის აკვაპარკში ტურისტების ნაკლებობაა. როგორც commersant.ge-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხშირი წვიმებისა და წყალდიდობის გამო, კურორტზე დამსვენებელი შემცირდა და ამან გავლენა აკვაპარკზეც იქონია, რომელიც გასულ წელს გაიხსნა.
მათი განცხადებით, აკვაპარკში შესვლის ღირებულება 10 ლარია და ამ ფასში გასართობ ობიექტზე არსებული თითქმის ყველა მომსახურება შედის, მათ შორის სასრიალო ტურბინებით სარგებლობაც.
„აკვაპარკში შესვლის ღირებულება მინიმალურია, მომხმარებელს შეუძლია ამ საფასურში სპეციალური საცურაო კოსტუმებითაც კი ისარგებლოს", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
მათივე განცხადებით, მიუხედავად ამინდების გაუარესებისა, კურორტი ტურისტების ნაწილს არ დაუტოვებია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროებით დახურული აკვაპარკი ფუქნციონირებას განაახლებს.
მათივე თქმით, აკვაპარკში წყლის ხარისხის და სასრიალო ტურბინები უკვე შემოწმებულია და ის ვიზიტორების მისაღებად მზადაა.
შეგახსენებთ: ანაკლიის გასართობი ობიექტი, რომელიც ჰექტარნახევარ მიწის ფართობზეა გაშენებული, რეკორდულად მოკლე დროში, 7 თვეში აშენდა და მას ერთდროულად 800 ადამიანის მიღება შეუძლია.