reportiori.ge - „დოიჩე ველე“: ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს საქართველოს მოსახლეობის პროევროპულ განწყობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:34
მედია
„დოიჩე ველე“: ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს საქართველოს მოსახლეობის პროევროპულ განწყობას
ავტორი:
22 მაისი, 2015. 10:35


„დოიჩე ველე" საქართველოში გერმანული ბიზნესკომპანიების მუშაობით დაინტერესდა და მათ შესახებ სიუჟეტი მოამზადა.


გერმანული ტელეკომპანიის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული ეკონომიკური პრობლემებისა, გერმანული კომპანიები საქართველოს კავკასიაში ბაზრების კარიბჭედ მიიჩნევენ. საქართველოში გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი მარტინა შვარცი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის პროევროპულ განწყობას ქვეყანაში ევროპის საქმიანობაც აძლიერებს.


„ეს მართლაც დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ აქ გაიმართა ევროპის დღეები, ევროპა აქ ძალიან ბევრს აკეთებს, რაც აძლიერებს მოსახლეობის პროევროპულ განწყობას", - აღნიშნავს მარტინა შვარცი.


გერმანიის ბიზნესასოციაცია 140 ქართულ და გერმანულ ფირმას აერთიანებს. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირთან შეერთებას იმედოვნებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა.


„დოიჩე ველეს" სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი კომერციული ცენტრის მშენებლობა. მშენებლობაში ჩართულია უმსხვილესი გერმანული კომპანია „კნაუფი", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. სიუჟეტის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4,7%-ით გაიზარდა და ამაში სამშენებლო ინდუსტრიას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.



„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ ადვილი გახდა, საქართველოში წარმოებული საქონელი ევროპაში გავყიდოთ, რაც დამატებითი მოტივაციაა ინვესტორებისთვის", - აღნიშნავს სიუჟეტში „კნაუფის" გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.


სიუჟეტის გადაღებისას მარტინა შვარცი ასევე „ნატახტარის" ლუდსახარშს ესტუმრა, სადაც რამდენიმე სახეობის ლიცენზირებული გერმანული ლუდი, მათ შორის, „ეფესი" იხარშება.


„ჩვენს ქვეყანას კარგი სამომავლო პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ერთად. ხალხს იმედი აქვს, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ და საცხოვრებელი პირობების მაღალი სტანდარტები გვექნება", - აცხადებს  „ნატახტარის" თანამშრომელი გიორგი ფსუტური.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016