მიხეილ ღანიშაშვილის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში, კერძოდ ილტოს ხეობაში ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი გაიმართება.
მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება კავშირ პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" პროექტი "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები" და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა (კულტურის სამსახური) გთავაზობთ ახალ, ყოველწლიურ, რეგიონალურ პროექტს - „პოეზიის ფესტივალი: ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას".
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ლექსობა-კაფიაობის ნიჭით დაჯილდოებულ ყველა მსურველს!
ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ურთიერთმილექსებებს, ექსპრომტად იკაფიავებენ ცოცხალ გარემოში.
ფესტივალზე არ განაწილდება ადგილები, არ გაიცემა პრიზები და ჯილდოები. ერთადერთი ჯილდო, რაც მონაწილემ აქედან შეიძლება წამოიღოს, იქნება ფესტივალის მონაწილის სამახსოვრო სიგელი, მსმენელის ტაში და ნახულ-მოსმენილით გამოწვეული დაუვიწყარი შთაბეჭილება.
ფესტივალზე მოწვეული იქნებიან ქართული ხალხური ესტრადის ცნობილი შემსრუბლები.
პოეტებსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, წაიკითხონ თითო ლექსი, წარმოთქვან მოკლე სიტყვა, გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და პიროვნული დამოკიდებულება ფესტივალისადმი.
ფესტივალის ვიზუალური მხარე და სასცენო გარემო გაფორმებული იქნება მთისთვის დამახასიათებელი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული აქსესუარებითა და ელემენტებით, გამოიფინება ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორიულ-კულტურული ექსპონატები.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუასაკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა, კოპალის სალოცავის ნიში, ილტოს კავკასიონის ეგზოტიკურ ხედები და დატკბნენ მისი განუმეორებელი სილამაზით.
ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია.
ფესტივალის მონაწილეთა ტრანსპორტირება მოხდება უფასოდ.
თბილისიდან გასვლა: დილის 8.00 სთ-ზე, უკან მობრუნება - 19.00 სთ-ზე.
შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, სასტუმრო „რედისონის" (ყოფილი „ივერიის") შენობის წინ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)