reportiori.ge - პასუხი ლია სიხარულიძეს!(ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:20
კულტურა
პასუხი ლია სიხარულიძეს!(ფოტოკოლაჟი)
23 მაისი, 2015. 03:21


 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომელები, ამავე ცენტრის ყოფილ თანამშრომელს, ლია სიხარულიძეს პასუხობენ.



„რეპორტიორი", ცენტრის  თანამშრომელთა  საპაუხო წერილს უცვლელად გთავაზობთ:



„ქალბატონი ლია სიხარულიძე (რესტავრატორი), 36 წელი მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ უჩივლია თავის ხელმძღვანელობისა და კოლეგებისათვის იმდროინდელ სსრკ სხვადასხვა უწყებასა და თანამდებობის პირთან. ეს საჩივრები თავად ელენე მეტრეველსაც კი ეხებოდა. მიუხედავად ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ინსტიტუტი) ყოველთვის სამაგლითო დაწესებულება იყო იმდროინდელი კავშირის მასშტაბით!



ამონარიდი 2008 წლის 14 ივლისის, თბილისის  საქალაქო  სასამართლო გადაწყვეტილებიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი:


ძველ ხელნაწერთა რესტავრაციის არახელსაყრელი მდგომარეობის შესახებ, მოსარჩელე ლია სიხარულიძე, წლების განმავლობაში აცნობებდა სხვადასხვა დაწესებულებას და თანამდებობის პირს, მაგალითად:


  • 1987-საქ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს
  • 1985-1987-1988 წლებში სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს
  • 1987-1988 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სხვადასხვა თანამდებობის პირს
  • 1987 წელს სახალხო კონტროლის კომიტეტს
  • 1987-88 წლებში გაზეთ ,,იზვესტიას" რედაქციას
  • 1987-88 წლებში გაზეთ ,,პრავდის" რედაქციას


ერთ-ერთი ასეთი წერილის საფუძველზე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დავალებით, სამეცნიერო-მეთოდური დახმარებისათვის გამოგზავნეს კომპეტენტურ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც 1988 წლის 21 სექტემბერს, ინსტიტუტის ხელმძღავენლობასთან ერთად და მოსარჩლის მონაწილეობით განიხილა ლ. სიხარულიძის წერილი. ჩვენი დაკვირვებით, ქალბატონი ლია საკმაოდ თავისებური ხასიათითა და მორალის თავისებური გაგებით გამოირჩევა. 2006 წელს ის გაათვისუფლეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. საფუძველი იყო მისი არაკეთილსინდისიერი და უდიერი მოპყრობა ცენტრში დაცული ერთეულებისა და სამუშაოს მიმართ, ასევე, ცენტრის მასალისა და რესურსების არამიზნობრივად გამოყენება.

 

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი:


1.7.           


მოპასუხის მიერ, 2006 წ. 20 ივლისს, 16 საათსა და 15 წუთზე დაილუქა N12 ოთახი. დალუქვის აქტში აღინიშნა, რომ ოთახი გაიღებოდა სათანადო კომისიის შედგენისა და მისი შემდგომი დათვალიერებისა და სიტუაციის შესწავლის მიზნით.


1.8. მოპასუხის მიერ, 2006 წლის 21 ივლისის ბრძანებით, N12 ოთახში სიტუაციის შესწავლის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელშიც მოპასუხე ინსტიტუტის წარმომადგენლების გარდა, შედიოდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დაზგური ტემპერის რესტავრაციის სექტორის ხელმძღვანელი, ამავე მუზეუმის გრაფიკის სექტორის რესტავრატორი, ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და სხვ.


1.9 კომისიის დასკვნით დადგინდა შემდეგი:

 

N12 ოთახში ინახა 2-ჯერ მეტი ხელნაწერი, ვიდრე ეს იყო აღნიშნული მოსარჩლეების მიერ ინსტიტუტის დირექციისათვის მიწოდებულ წერილობით ინფორმაციაში. ოთახში ინახებოდა, როგორც რესტავრაციის პროცესში, ისე რესტავრირებული ხელნაწერები. ასევე ისეთი ხელნაწერები, რომელთა რესტავრაცია ჯერ არ იყო დაწყებული.  ოთახში თავმოყრილი ხელნაწერების რაოდენობა აშკარად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. დარღვეული იყო შენახვისა და დაცვის ნორმები. გამწოვი კარადის კუთხეში უწესრიგოდ დაყრილი ყდები, ხის დაფები, ყუები და ხელნაწერების ფრაგმენტები, აღმოჩენილი იყო ხელნაწერის ხის დაფები, რომელიც დაფარული იყო გრუნტით და სიხარულიძის განმარტებით იგი აპირებდა მათზე ხატების დაწერას, რასაც ადრეც აკეთებდა. ერთ-ერთი ხელნაწერის (H1870, XII ს.) ჩაბარების მოთხოვნისას, აღმოჩნდა რომ მას აკლდა მთელი რვეული. ეს ეტრატის ფურცლები კერძოდ, 11 ფურცელი აღმოჩნდა N12 ოთახის სავარძელში და სიხარულიძის განმარტებით მას დაავიწყდა მისი არსებობა.


ამის გამო, მისი მხრიდან არა ერთხელ გაჟღერდა ცილისწამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ, ამჟამად მოქმედი რესტავრატორების მიმართ. რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებს ხშირად გვხვდება ლია სიხარულიძის საკმაოდ ბევრი არასწორად ჩატარებული რესტავრაციის შედეგები, რამაც დააზიანა არაერთი ხელნაწერი.. უამრავ ხელნაწერს აღარ გააჩნია ავთენტური ყდა, რადგან მასზე ,,იმუშავა" ქალბატონმა ლიამ. უნიკალური ხელნაწერების ავთენტური ყდის, ხის ფიცრები ხშირად მისი ხატების დაზგებად გამოიყენებოდა. ამას ადასტურებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ, მის მიერ წაგებული სასამართლო დავის მასალები. ფიცრებს ხატებისთვის იყენებდა, ოთახში გაბნეული და როგორც თავად აღნიშნა დავიწყებული ჰქონდა XII საუკუნის ეტრატის ხელნაწერის მთელი რვეული. ფაქტობრივად ნაგავში გადაგდებული ჰქონდა უამრავი ხელნაწერის ფრაგმენტი, ყუა და ფორზაცი! ქალბატონი ლია ხშირად საზოგადოებას თავს ახვევს ტყუილებს! ამის დასადასტურებლად მოვიყვანთ მის განცხადებას, რომ ინსტიტუტში მუშაობისას მან 36 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარა 900-ზე მეტ უნიკალურ ხელნაწერს. ყველა სპეციალისტი დაგვეთანხმება, რომ ეს აბსურდია! არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც უნიკალური ხელნაწერის სრულ კონსერვაცია-რესტავრაციასა და ყდაში ჩასმას სჭირდება 1,5 თვიდან 12 თვემდე, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ერთ ხელნაწერზე რესტავრატორი მუშაობს რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამაში დაგვეთანხმება ყველა გათვითცნობიერებული რესტავრატორი! მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ ქალბატონი ლია წელიწადში 25 ხელნაწერს უტარებდა რესტავრაციას, როცა სტატისტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით, 25 ხელნაწერის სრულ რესტავრაციას ის მოანდემებდა სულ მცირე 37,5 თვეს, ანუ 3 წელიწადსა და ერთ თვეს!



მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლია გვედავებოდა ,,დაშლილი ხელნაწერის", წყაროსთავის სახარების, ახალციხის მუზეუმში გამოფენის დაუშვებლობაზე და გაცხარებული წერდა ტყუილებით გაბერილ სტატიებს, სადაც უდიერად იხსენებდა ცენტრის თანამშრომლებს და წარმოადგენდა მის მიერ უკანონოდ მითვისებულ ფოტომასალას, წყაროსთავის სახარების პირვანდელი მდგომარეობით (იმ სახით, როგორითაც დაცული იყო ინსტიტუტში, ვიდრე ეს ქალბატონი არ შეუდგებოდა მის ,,რესტავრაციას"). 1997 წელს მან  მოაცილა ყდა წყაროსთავის სახარებას (ამის დამადასტურებელი ფაქტები მოძიებულია ცენტრის საცავის სააღრიცხვო ჟურნალებში) შემდეგ მან ვეღარ ჩასვა ხელნაწერი ჭედურ ყდაში და ის დღემდე ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ამის მიუხედავად ქალბატონი ლია, ჩვენ გვაბრალებს წყაროსთავის სახარების დაშლას! 2014-15 წლებში ცენტრმა განახორციელა მოჭედილყდიანი ხელნაწერების დიაგნოსტიკა და განსაზღვრა სამომავლო საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები. იმედია, ცენტრის ამაჟმინდელი სიტუაცია და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ იმოქმედებს ამ სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობებზე! 



ასევე, ქალბატონი ლია გვადანაშაულებს ვანის სახარების ,,დაზიანებაში", გვიჩივის განათლების სამინისტროს აუდიტის ჯგუთან საეჭვო მასალის წარდგენის საფუძველზე! რეალურად კი ქალაბტონმა ლიამ იმუშავა ვანის სახარების ყდის აღდგენაზე 1979-90 წლებში 9 თვის განმავლობაში, შემდეგ კვლავ მიუბრუნდა მას 1991 წელს! ამის მიუხედავად, არაკვალიფიციურად შესრულებული ყდის სამუშაოების შედეგად, დეფორმაცია განიცადა ეტრატის მოხატულმა ფურცლებმა, საშიშროება იყო იმისა, რომ ეს დააზიანებდა უნიკალურ მინიატიურებს. ამის გამო 2014 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიაში განხორციელა ვანის სახარების ყდის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელნაწერს მთლიანად მოსცილდა დაზიანებული და ცუდი მეთოდით შექმნილი შეუსაბამო ყდა და ფორზაცები. ბლოკი არ დაშლილა, რადგან ეს გამოიწვევდა ხელნაწერის მეტად დაზიანებას. ბლოკის აკინძვიდან ჩანს, რომ თავის დროზე, ლია სიხარულიძეს არ გაუთვალისიწნებია შუა საუკუნეებში გავრცელებული აკინძვის მეთოდები და ყდა თავისი გენმოვნებისა და შეხედულებისამებრ აუკინძავს! ასევე, მან დააკერა ხელნაწერს სრულიად შეუსაბამო ფერებით შექმნილი კაპტალი! რაც ასევე არ შეესაბამება ქართული ხელნაწერის თვითმყოფადობის სტანდარტებს. ამით ხელნაწერმა დაკარგა ავთენტური სახე. დაიკარგა აღწერილობაში ნახსენები ხის დაფებიც! სამუაშოების მიმდინარეობა და გამოყენებული მასალები არ აღურიცხავს სარესტავრაციო პასპორტში! ასევე არაა აღრიცხული თუ რა სამუშაოები აქვს ლია სიხარულიძეს განხორციელებული სხვა ხელნაწერებზე, მათ შორის მოქვის სახარების მინიატიურებსა და ეტრატის ფურცლებზე. კოლეგების ინფორმაციით, ის არ აყებნებდა საქმის კურსში თავის ხელმძღვანელს და უჩუმრად მოქმედებდა. მრავალთავში გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, რომ მან რესტავრაცია განახორციელა რამდენიმე მინიატურაზე, თუმცა ეს რაოდენობა მუდმივად იცვლება სიხარულიძის განცხადებებსა და სააღრიცხვო ჟურნალში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე ქალბატონს აღნიშნული აქვს, რომ მან დამსხვრეული საღებავის მიკრონაწილაკებით აღადგინა უნიკალური მინიატურების პირვანდელი სახე! აბსურდია, მინიატიურულ ფერწერაში დაუჯერებელია ამგავრი სამუშაოს ჩატარება და ამაში დაგვეთანხმება ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი. ეს არ არის არქეოლოგიური მასალა ან მოზაიკა! ამის მიუხედავად, ის დიდ პატივში ყავთ ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამის განცხადების უფლებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ ჩვენს ცენტრში აუდიტის ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ, სამინისტროში შესული გაცხადების საფუძველზე გაჩნდა გარკვეული შენიშვნები ჩვენს დასკვნაში! ჯგუფს დასრულებული ჰქონდა მუშაობა, მაგრამ გაითვალისწინა გადაუმოწმებელი ფაქტები და ჩართო ის აუდიტის დასკვნის შუალედურ პროექტში.




თავად განსაჯეთ, ქალბატონი მუდმივად ითხოვს რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლების კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ქონების დეკლარაციებს, რეზიუმეებსა და სხვადასხვა დოკუმენტს. გამუდმებით აქვეყნებს ცილისმწამებლურ სტატიებს ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ პორტალებზე!


 

ლია სიხარულიძის სამუშაო ოთახი N12, კომისიის შემოწმების მომენტისთვის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლია სიხარულიძის მიერ არასწორი მეთოდით შესრულებული ვანის სახარების ყდის რესტავრაცია, რომელიც იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ 2014 წელს ვანის სახარების ყდას ზვიად კორძაძის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა რესტავრაცია. რესტავრაციის პროცესი გადაუდებელი იყო, რადგან ლია სიხარულიძის მიერ არასწორი მეთოდით შესრულებული სამუშაოები იწვევდა ეტრატისა და ფერწერის დაზიანებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016