ყვითელი
ალა პუგაჩოვა 17 წლის შემდეგ საქართველოში იმღერებს
25 მაისი, 2015. 02:51
რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა 17 წლის შემდეგ საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პუგაჩოვა თბილისში საქველმოქმედო კონცერტს ოქტომბერში გამართავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ბოლოს, რუსული ესტრადის ვარსკვლავმა თბილისში 1998 წელს იმღერა. მის მოსასმენად 9 ათასი ადამიანი მივიდა. პირველად კი საქართველოს პუგაჩოვამ 1979 წელს უმღერა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53