reportiori.ge - ანი მიროტაძე: საგამოძიებო კომისიამ ნაყოფიერი სამუშაო გასწია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:14
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: საგამოძიებო კომისიამ ნაყოფიერი სამუშაო გასწია
25 ოქტომბერი, 2013. 12:10

იუსტიციის სახლში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის"  საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის"  სხდომა დასრულდა.


შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის"  მოქმედი  წევრები, კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძის, ირაკლი მოსეშვილის და ირაკლი ჩიქოვანი დაკითხვა.
„რეპორტიორი" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის"  წევრ ანი მიროტაძეს დაუკავშირდა:


„მთელი დღის განმავლობაში ვიყავით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩაგვერთო „skype"_ით ირაკლი ჩიქოვანი და ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ რაღაც კითხვებს თავი განზრახ აარიდა, თუმცა რიგ კითხვებს მაინც გასცა პასუხი, რომლებიდანაც ზოგი დამაჯერებელი იყო და ზოგიც არადამაჯერებელი. ასეთივე შეფასება მინდა გავაკეთო კომისიის სხვა წევრების მიმართ, ძალიან ბევრი თავშეკავება იყო პასუხებში და არადამაჯერებლობა. რეალურად ჩვენ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად მოვუსმინეთ ყველა მხარეს, განვიხილეთ საჩივრები, გვაქვს ყველა დოკუმენტაცია რომელიც მოვითხოვეთ და ბოლოს და ბოლოს ჩვენი კომისია მზად არის იმისათვის, რომ დადოს თავისი ექვს თვიანი მუშაობის  დასკვნა. ნამდვილად ნაყოფიერი სამუშაო იყო, ბევრი პრობლემა იყო ამ სფეროში და ბევრიც არის გამოსასწორებელი, შესაბამისად რეკომენდაციების ნაწილში ჩვენ კიდევ დავდებთ რეკომენდაციებს თუ როგორ წრამოგვიდგენია რა უნდა მოხდეს ამ კომისიის საქმიანობის მიმართულებით, თუ რა ცვლილებები უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს დასკვნას, რათქმაუნდა წარვუდგენთ პარლამენტს, ვინაიდან პარლამენტმა მოგვცა მანდატი ამ საქმიანობის და ამის შემდეგ გაირკვევა უკვე დაექვემდებაროს თუ არა ეს საქმე სისხლის სამართლებრივ ძიებას."_ განაცხადა „რეპორტიორთან" ანი მიროტაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016