სააგეტო „რესის" ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტა.
"26 მაისს ფაშისტური ელემენტები, სააკაშვილის რეჟიმის მიმდევრები ქვეყანაში ქაოსის მოსაწყობად აპირებენ მასობრივ არეულობებს იმის მსგავსად, როგორც ეს უკრაინაში ხდება. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონაში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას პროვოკაციების შედეგად, რომელსაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები გეგმავენ, ასევე საქართველოს მცხოვრებთა მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ მიზნით გადმოსვლის აღსაკვეთად, მიღებულია გადაწყვეტილება, დღეს 20:00 საათიდან ვითარების ნორმალიზებამდე საზღვარზე გამშვები რეჟიმის დახურვის შესახებ", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)