საქართველოს საარჩევნოს კოდექსში შესატან ცვილებებს იურიდიულო კომეტიეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს, დეპუტატები ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში შემუშავებულ საკანონმდებლო ინიცვიატივაზე იმსჯელებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტი მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცონ, რათა საარჩევლო გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ნორმები დროულად ამოქმედდეს, დღესვე იურიდიულო კომიტეტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვილებებზე იმსჯელებს. სხდომა ერთ საათში დაიწყება. „შემუშავებულია საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკური გაერთიანების კანონის ცვლილებების 5 პროექტი , შესაბამისად ეს პროექტები შემუშავებულია, შეჯერებულია და ინიცირებულია უკვე პარლამენტში. შესაბამისად პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იწყებს მათ განხილვას პორველი მოსმენით. ჩვენ შევეცდებით ამ კვირის პლენარულ სხდომაზე იმ კვირის რიგგარეშე სხდომებზე საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებელი ნორმები დროულად ამოქმედდეს,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.