reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: ნაციონალები პოლიტიკურად გაღლეტილები არიან და აღარაფერი უშველით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: ნაციონალები პოლიტიკურად გაღლეტილები არიან და აღარაფერი უშველით!
25 ოქტომბერი, 2013. 15:13

თბილის მერმა  ახალი ინიციატივები წამოაყენა. მერის ინიციატივაა განხორციელდეს ცვლილება თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში და საბინაო ამხანოგობების დაფინანსების მუხლს ის თანხები დაემატოს, რომელიც რაიონულ გამგეობებს საშუალებას მისცემს წლის ბოლომდე მოსახლეობის განცხადებების მიღება განაახლონ და ამხანაგობების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულონ. მათ შორის განახლდეს: შიდა კომუნიკაციების, ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, ასევე აღდგეს მრავალი სხვა სახის მომსახურება. ნოემბრის შუა რიცხვებიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია, სამარშრუტო ტაქსით გადაადგილებისას, მგზავრობას ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, ხოლო მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. 


თბილისის  მერის ინიციატივაზე „რეპორტიორი" დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს და „რეპორტიორი"_ს ხსენებაზე კომენტარზე უარი მივიღეთ.

„რეპორტიორი" უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა:


„მოისვენონ  ნაცებმა, თბილისის მერმა და ნებისმიერმა სხვა მათგანმა რა ინიციატივაც არ უნდა წამოაყენონ მათ მაინც აღარაფერი უშველით, არ აქვს მნიშვნელობა კარგია თუ ცუდი მათი ინიციატივა, აღარავის აღარ სჯერა უკვე მაგათი. ახლა მივდივარ ოზურგეთში, ოლიმპიური ჩემპიონის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის დარბაზი იხსნება და ახლა ჩემთან ერთად არის სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი. მანქანაში ჩავისვით ერთი ახალგაზრდა სანამ ოზურგეთამდე მივალთ და ისეთი ამბები მოგვიყვა ნაციონალებზე, პირადად მის საკუთრებაში მყოფი  8000 კვადრატი მიუსაკუთრებიათ. ბოლოს ვეკითხები ხმას ვის აძლევთქო, მისი პასუხი ასეთი იყო: -„გურიამ ერთხელ უკვე 1 ოქტომბერს ვივაჟკაცეთო." ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს თბილისის მერმა, მაინც აღარაფერი ეშველებათ, ახლა გამოდიან ინიციატივებით? სულ რომ ცამდე მართლები იყვნენ, პოლიტიკურად ისე არიან გაღლეტილები, რომ აღარაფერი უშველით!"- განუცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „რეპორტიორს" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016