„ძალიან გული მწყდება, რომ ზაზა აბაშიძე ამ გაუგებრობაში მოხვდა. იმიტომ, რომ მიყვარს ეს ადამიანი, პატივს ვცემ და არ მინდა, რომ მან თავისი მოღვაწეობა და ძალიან საინტერესო საქმიანობა დაამთავროს იმით, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობა დაიმსახუროს",- აღნიშნა „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
„სრული აბსურდია, თუ ბუბა კუდავა თანამშრომლების ხელფასებს „ჭამდა", მაშინ თანამდებობიდან კი არ უნდა გაუშვან, უნდა დაიჭირონ, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ არის და კუდავა თანამშრომლებს იმას აძლევდა, რაც ბიუჯეტში იყო. აბაშიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კუდავა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. მას, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ბიუჯეტს არ უზრდიდნენ და მისი გაშვების შემდეგ ეს პრობლემა მოხსნილია. სულ არ მაინტერესებს, კუდავა იქნება თუ სხვა, ვისი გულშემატკივარია, მთავარია, საქმე გააკეთოს და საერთოდ, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ცოცხლობს, მთლიანად ამ ხელისუფლების დამსახურებაა",- აცხადებს მანანა ნაჭყებია.
(მოამზადა ნინო ჯიბუტმა)
წყარო: „საერთო გაზეთი"