„არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და რა გახდა ბუბასა და სამინისტროს შორის კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ვიცი, ეს არ უნდა განმეორდეს და ქვეყნის უმთავრეს სამეცნიერო დაწესებულებას ასეთი სასაცილო ხელფასები არ უნდა ჰქონდეს. ამაზე უნდა ვიზრუნოთ",-აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში.
„როცა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს შევხვდი, პირველ რიგში, ამაზე ვისაუბრეთ და მითხრეს, რომ მთავრობა მიიღებს ყველა ზომას, რომ აუცილებლად გაიზარდოს ბიუჯეტი და მათ შორის, სახელფასო ფონდიც, მე ფინანსისტი არა ვარ, მაგრამ იქ ფინანსისტებთან და აუდიტის წარმომადგენლებთან ერთად მივალ, რომ საქმის კურსში ვიყო, რა არის და როგორ არის. რომ მერე ფინანსთა სამინისტროს ჩემი ხედვა უნდა წარვუდგინო.
მე უკვე ვიყავი ინსტიტუტში და თანამშრომლების დაახლოებით 70%-ს შევხვდი. ამ ადამიანებს ავუხსენი, რომ მე არავითარ კავშირში არა ვარ ბუბას იქიდან წასვლასთან, არც იმ კონფლიქტთან, რომელიც იქ იყო. მე „გარედან" მოსული პიროვნება ვარ და ამდენად, ეს ჩემთვის მართლა უცნობია. მართალი გითხრათ, არც მინდა, ამ კონფლიქტის სიღრმეებში შევიდე და ვიღაცის მხარე დავიჭირო ან არა", - აცხადებს ზაზა აბაშიძე.
(მოამზადა ნინო ჯიბუტმა)
წყარო: „საერთო გაზეთი"