reportiori.ge - ქართველი მეთოჯინე, ვატიკანის კარდინალის კოლექცია და საიდუმლო, რომელსაც პირველი თქვენ გაიგებთ (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:20
კულტურა
ქართველი მეთოჯინე, ვატიკანის კარდინალის კოლექცია და საიდუმლო, რომელსაც პირველი თქვენ გაიგებთ (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
28 მაისი, 2015. 15:06


27 წლის ბაჩო ცანავა თვითნასწავლი მეთოჯინეა, პროფესიით კი ვეტერინარი გახლავთ. მან ძერწვა ათი წლის ასაკიდან დაიწყო. თოჯინების კეთების იდეა, შეიძლება ითქვას, თაბაშირის დანახვისას გაუჩნდა, რომელიც სახლში ჰქონდა, სწორედ ამ თაბაშირისგან გამოძერწა ბაჩომ პირველი მინიატურა - „ქალი კალათით" (სამწუხაროდ პირველი ნამუშევარი შენახული არ აქვს).


თოჯინების დასამზადებლად იყენებს ცვილს, კერამიკასა და ქსოვილის ნაჭრებს.


ბაჩო პირველი ქართველია, რომელმაც (ვატიკანის ელჩის მიწვევით) ნეაპოლში, „კაპო და მონტეს" სამეფო ფაიფურის შემსწავლელი კურსი გაიარა. სწორედ ნეაპოლში სწავლის დროს დამზადებული მისი ნამუშევარი „შობა" მოხვდა ვატიკანის კარდინალის კოლექციაში და დღესაც იქ ინახება.


მისი ნამუშევრების უმრავლესობა  ზღაპრის გმირია, დამთვალიერებლებს ისინი ბავშვობაში აბრუნებენ და საოცარ განწყობას უქმნიან, რაც ავტორს ძალიან ახარებს.


ადრე ძირითადად ზღაპრის გმირებსა და ჯამბაზებს აკეთებდა, როგორც ამბობს, ეს მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მოსწონდა ბავშვური სამყაროს თოჯინებით გადმოცემა. ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი" წაიკითხა, რომელიც წლების შემდეგ თავის თოჯინაში გააცოცხლა.


ბაჩომ ერთი საიდუმლოც გაგვანდო, ის დღემდე კითხულობს ზღაპრებს ძილის წინ და თითქმის მთელი მსოფლიოს ზღაპრები აქვს წაკითხული: „მართალია გავიზარდე, მაგრამ დღემდე ბავშვობაში ვიმყოფები, საერთოდ მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც სიახლეებს რთულად ეგუება და წარსულით ცხოვრობს".


მეთოჯინეს სახელოსნო არ აქვს, ის ნამუშევრებს სახლში ქმნის. თოჯინები ბაჩოსთვის შემოსავლის წყაროცაა, მუშაობს შეკვეთებზე, ძირითადად თოჯინა პორტრეტებზე. შეკითხვაზე, უჭირს თუ არა მათთან განშორება. ასე გვპასუხობს: „განშორება მიჭირს, თუმცა როდესაც შეკვეთაზე ვმუშაობ, იმ მომენტში მე სხვის ნააზრევს ვასრულებ და ის მას ეკუთვნის, ჩემთვის ყველაზე დიდი შრომა გონებრივი სამუშაოა, როდესაც გონებაში ვაყალიბებ პერსონაჟს, თორემ ტექნიკური მხარე შედარებით იოლია და რა თქმა უნდა სასიამოვნო. მაგრამ მაქვს რამდენიმე თოჯინა, რომლთაც  ვერასოდეს შეველევი".


ბაჩო ცანავას ნამუშევრები დაცულია კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, თინათინ თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, და ასევე ბათუმში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის სალონ-მუზეუმში.


ბაჩო გამოფენის გაკეთებას გეგმავს (თუმცა, დრო დაზუსტებული არ არის). წარმატებებს ვუსურვებთ მას.


ახლა კი შეგიძლიათ ბავშვობაში იმოგზაუროთ ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016