reportiori.ge - პროკურატურაში მამუკა ივანიაძისგან ხელნაწერის ნიმუშს აიღებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:40
სამართალი
პროკურატურაში მამუკა ივანიაძისგან ხელნაწერის ნიმუშს აიღებენ
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 11:43

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ცოტა ხნის წინ, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძე შევიდა. როგორც ჟურნალისტებს ივანიაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა,  სავარაუდოდ, ივანიაძისგან ხელნაწერის ნიმუშს აიღებენ.

მე როგორც ვიცი, დღეს არ იქნება დაკითხვა, მე ვესაუბრე გამომძიებს, რომელმაც მითხრა, რომ ხელნაწერის ნიმუში უნდა აუღონ და დაადასტურონ მისი დაწერილია თუ არა ჩვენება. ჩვენება რომ მისი დაწერილია, ამას არც უარყოფს ბატონი მამუკა, აქ ლაპარაკია იმაზე თუ რა ზეწოლის შედეგად მოხდა მის მიერ ამის დაწერა", - განაცხდა ნიკოლაიშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს, ეს მასალა უკანონოდ არის მოპოვებული.

როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერით შედის ადამიანი, რომელსაც არანაირი ნებართვა ამის არ აქვს, ეს არის უკვე დანაშაული. პროკურატურას იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებული გახდა მისი ეს უკანონო ქმედება გაესაჯაროვებინა. მე თავად მამუკა ივანიაძესაც ვესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელმაც მითხრა, რომ მას არც კი ახსოვს ამ ვიდეომასალის ამსახველი მომენტები", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

თავად მამუკა ივანიაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მან ზეწოლის შედეგად მისცა ჩვენება.

„ყველა კითხვაზე პასუხს გამოსვლის შემდეგ გაგცემთ. მანამდე კი საუბარი არ მსურს", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016