ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ლატვიის ქ. იურმალას საკონცერტო დარბაზ „ძინტარი"-ში სეზონის გახსნის კვირეულში გაიმართა „ქართული ხმების" და „ლატვიური ხმების" ერთობლივი კონცერტი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული მრავალხმიანობის უნიკალური შედევრები, ლატვიური ფოლკლორი და ანსამბლებმა ერთობლივად შესრულდა რამდენიმე სიმღერა. კონცერტმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და სრული ანშლაგით ჩაიარა.
ერთობლივ კონცერტს ესწრებოდნენ: ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ლატვიის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატები, ლატვიის სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში ქართული სათვისტომო და ქართველი სტუდენტები.
კონცერტის დაწყებამდე, „კორპორაცია ქართული ღვინო"-ს (CGW) გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ხუნდაძემ გამართა ქართული ღვინის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ CGW-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, „კორპორაცია ქართული ღვინის" (CGW), მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომის" და ლატვიის სახელმწიფო კომპანია „Latvijas Koncerti"-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)