reportiori.ge - სანდრო თვალჭრელიძე კომერციულ ბანკებზე: არ შეიძლება, არსებობდნენ ასეთი მონსტრები, რომლებიც კონტროლს მიღმა არიან დარჩენილნი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:40
ეკონომიკა
სანდრო თვალჭრელიძე კომერციულ ბანკებზე: არ შეიძლება, არსებობდნენ ასეთი მონსტრები, რომლებიც კონტროლს მიღმა არიან დარჩენილნი!
ავტორი:
29 მაისი, 2015. 14:53


კანონი ეროვნული ბანკის შესახებ ისეთია, რომ ამ ორგანოს, მთავრობასთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალ ფუნქციას ანიჭებს. საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, საჭიროა, ეროვნული ბანკის შესახებ სრულიად ახალი კანონი დაიწეროს", - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სანდრო თვალჭრელიძემ პორტალ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა. თვალჭრელიძე არ იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებებს იმაზე, რომ ახალი კანონროექტი ეროვნული ბანკის თავისუფლებას შეზღუდავს და დააზარალებს. ექსპერტის თქმით, ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებლად რჩება.

 

ძალიან გამაკვირვა იმან, რომ ბატონ ქადაგიძეს პარლამენტში ღირსეული ოპონენტი არ დახვდა. ქადაგიძე პროფესიონალიზმის დონით პარლამენტის კომიტეტის წევრებზე ერთი თავით მაღლა იდგა. საუბედუროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი დამსჯელ ორგანოდ გადაიქცა. ბატონი ქადაგიძე არ იტყუებოდა, როდესაც თქვა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. კანონი ეროვნული ბანკის შესახებ ისეთია, რომ ამ ორგანოს მთავრობასთან შედარებით, არააედეკვატურად მაღალ ფუნქციას ანიჭებს.

 

აბსოლუტურად არასწორია საუბრები იმაზე, რომ ასეთი კანონი ეროვნული ბანკის თავისუფლებას შეზღუდავს და დააზარალებს, ვინაიდან ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებლად რჩება. მონიტორინგის ფუნქციას ეროვნული ბანკი არ ახორციელებდა. წლების მანძილზე ჩვენმა ბანკებმა მიისაკუთრეს დეველოპერული და სადაზღვევო კომპანიები, რაც კომერციული ბანკის ფუნქცია არ არის. არ შეიძლება არსებობდნენ კონტროლს მიღმა დარჩენილი ასეთი მონსტრები. ახალი კანონპროექტი პროფესიული თვალსაზრისით ბევრ ნაკლოვანებასთან არის დაკავშირებული. მე ეროვნული ბანკის შესახებ გაცილებით უფრო გლობალურ კანონს შევიმუშავებდი",- აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016