reportiori.ge - პეტრე მამრაძე: მათ ვეღარ გაიგეს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ სააკაშვილთან, რომელიც იძირება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 23:22
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: მათ ვეღარ გაიგეს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ სააკაშვილთან, რომელიც იძირება
ავტორი:
29 მაისი, 2015. 16:10



„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორს" „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა:


-არა მგონია, ამ ოთხეულის წამოსვლა „ნაციონალებიდან" პოლიტიკური ფანდი იყოს. ეს რომ გაეკეთებინათ 2013წელს, როდესაც ასე ფართოდ გავრცელდა წამების ამსახველი მასალა, მაშინ შესაძლოა, პოლიტიკურ ფანდად აღგვექვა. ეს ჯგუფი რომ გამოსულიყო კრიტიკით და ეთქვათ, რომ გმობდნენ აღნიშნულ ფაქტს და მოეთხოვათ სააკაშვილისა და ძველი სახეების გადადგომა, ეს იქნებოდა პოლიტიკური ფანდი. მაგრამ სააკაშვილმა ეს ვერ დაუშვა, რომ თავისივე თანაგუნდელებისგან კრიტიკა მოესმინა და დროებით მაინც გამდგარიყო ჩრდილში. აი, სწორედ ამან გამოიწვია განხეთქილება პარტიაში. მათი ლოზუნგი არის -„მიზანი ამართლებს საშუალებას". ხოლო მათი მიზანი არა რეფორმების გატარება და მოდერნიზაცია, არამედ საკუთარი კეთილდღეობაა. როგორც კი გუნდის ზოგიერთი წევრი ვეღარ იღებდა იმას, რაც მიაჩნდა, რომ მას ეკუთვნის, დაიწყო განხეთქილება. მათ ვეღარ გაიგეს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ სააკაშვილთან, რომელიც იძირება.

 

-წამოსულებმა განაცხადეს, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თქვენ როგორ ხედავთ მათ პოლიტიკურ მომავალს?


-მათ იციან, რომ საკუთარი რესურსები არ გააჩნიათ. მაგრამ საქართველოში ყველაფერი შეიძლება, ერთ დღეში შეიცვალოს. განცხადებებს აქ არავთარი ფასი არ აქვს. ამიტომ ამბობენ ისინიც, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში. თუ შესაბამისი დინამიკა იქნება, ეს პიროვნებები ცალ-ცალკე შეიძლება სადმე ვიხილოთ. საქართველოში ნებისმიერი კონფიგურაციაა შესაძლებელი. დასავლეთში ასე არ ხდება. იქ ერთი არასწორი განცხადება ლიდერს წასვლის ფასად უჯდება. აქ შარშან „ახალმა მემარჯვენეებმა" და კუკავამ ერთად იყარეს კენჭი, მაშინ, როდესაც ერთი პარტია NATO-ში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო მეორე - პირიქით. მაგრამ საქართველოშიჯერ  პოლიტიკური პარტია არ არსებობს. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რომელი ერთია პოლიტიკოსი - პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე თუ ზურა ჯაფარიძე? ეს ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ეკრანზე ჩნდებოდნენ, რომ ეთქვათ ტყუილი და ასეთივე ტყუილია მათი განცხადებები ახლაც. რომელი პროდასავლური ძალა ესაა?! როდესაც მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დასავლეთს საქართველოზე ხელი ჩაექნია.


-მიხეილ სააკაშვილის სიჩუმეს რას მიაწერთ?


-მიხეილ სააკაშვილი ჩუმადაა, რადგან შიგნით მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც უნდა დაილექოს. უნდა გაირკვეს, ვინ დარჩება და ვინ - არა, ამის შემდეგ ვის რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. მერე კი სააკაშვილი გააკეთებს კომენტარს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ის აუცილებლად ჰკითხავს აზრს თავის ზოგიერთ დასავლელ მეგობარს, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას პარტიიდან წასულების დაგმობა არ აწყობდეს. ეს შეიძლება საკმაოდ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად შეფასდეს. რადგან თვითონ ამბობს ახალი სახეების არსებობის შესახებ. პოლიტიკურად სწორად იქცევა სააკაშვილი, ბოკერიასგან, გაბაშვილისგან, თარგამაძისგან და სხვებისგან განსხვავებით. მან რომ ახლა განცხადება გააკეთოს, შესაძლოა, პარტიის დაშლის პროცესი დააჩქაროს. ამიტომ არის ჩუმად.


-საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური არეალიდან ისე ქრება, რომ სამართლიანობა არ აღდგენილა, თქვენ რას ფიქრობთ?


-ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ერს და სახელმწიფოს სჭირდებოდა, იყო სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო ისე, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც მსოფლიოში ეჭვი არ შეპარვოდა არავის, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ ეს კანონის სრული დაცვით მოხდა. როდესაც ისრაელში გაასამართლეს და ციხეშიაყოფილი პრეზიდენტი, როდესაც ევროპაში ყოფილ პრეზიდენტს ასამართლებენ იმის გამო, რომ მას პარიზის მერობის დროს 7 ადამიანი გაუფორმებია პარტიული ნიშნით, აქ უგულავას 3000 კაცი ჰყავდა გაფორმებული პარტიული ნიშნით და არავის გაუსამართლებია. ახალმა ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლიანობა. სამაგიეროდ, მთელ მსოფლიოში შეიქმნა იმის ილუზია, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. „ნაცები" რომ ასე გამოსვლებს და აქეთ შეტევას ბედავენ, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სააკაშვილმა რომ 14 მილიარდ დოლარამდე ვალი დააგროვა, ესეც პასუხგაუცემელი დარჩა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016