reportiori.ge - 30-31 მაისს ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 00:58
"რეპორტიორის" თვალით...
30-31 მაისს ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება
ავტორი:
29 მაისი, 2015. 16:32


30-31 მაისს სპორტკომპლექს „სპორტ თაიმსზე" ზურაბ სახელაშვილის სახელობის რიგით მეცხრე ტურნირი მინი-წყალბურთში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi"-ში პრესკონფერენცია გაიმართა.


როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ორდღიანი ტურნირი შერეული სისტემით, მინი-წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის წყალთა სახეობის სპორტული სკოლების, ოლიმპიური მზადების ცენტრისა და მათი ფილიალების აღსაზრდელებს, ასევე ვეტერან სპორტსმენებს (ჯამში 65 წყალბურთელი).


ტურნირი საერთაშორისოა და წელს „ზუკას თასში" მონაწილეობას გერმანელი წყალბურთელები იღებენ.


შეჯიბრებას ხელმძღვანელობს წყალბურთის ფედერაცია, ტურნირის უშუალო მიმდინარეობას კი განაგებს და ემსახურება ფედერაციის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია. გამარჯვებულს გამოავლენენ შეჯიბრების მსვლელობისას გუნდის მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით, ხოლო გუნდის წევრები - სიგელებით. თასები ასევე გადაეცემათ ტურნირში მონაწილე საუკეთესო ბომბარდირს, მოთამაშესა და მეკარეს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის სიგელებით. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016