reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: გელა დუმბაძე თანამდებობიდან არ გადამდგარა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:15
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: გელა დუმბაძე თანამდებობიდან არ გადამდგარა!
29 მაისი, 2015. 17:15



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მისი მოადგილე სანდრო ბრეგაძე. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ეს ინფორმაცია სიცრუეა, ამჟამად იმყოფებიან გარდაბანში, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად და ახალ საწარმოებს ათვალიერებენ. აქვე სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, რომ დუმბაძე რამდენიმე დღით შვებულებაში გადის.


„ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ალბათ ბევრს უნდა, რომ გადადგეს, მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, -ამაზეა ნათქვამი. გელა დუმბაძე რამდენიმე დღით გადის შვებულებაში, მონასტრების მოსალოცად. ის თანამდებობაზე რჩება",- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


ინფორმაციას არ ადასტურებს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძეც. კიკნაველიძის განცხადებით, გელა დუმბაძე ხუთი დღით შვებულებაში გავიდა და ის 5 ივნისისთვის სამინისტროში დაბრუნდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016