reportiori.ge - ურემმა გადაუარა და - ნეხვი დარჩა ორივე მხარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:06
მთავარი თემა
ურემმა გადაუარა და - ნეხვი დარჩა ორივე მხარეს
30 მაისი, 2015. 03:05




გოგებაშვილის „ბუნების კარში" იგავ-არაკი იყო ასეთი: სოფელში ერთ ტუტუცს და უსაქმურს ხალხის დაცივნა რომ მობეზრდა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო - ასე უფრო დამაფასებენო!


„დაფასებამაც" არ დააგვიანა: - ბიჭო! ტანსაცმელი კი არა, ზნე და ხასიათი გამოიცვალე და დასაცინი აღარ იქნებიო! - უთხრეს.


„ნაცებს" რაზე და რომელ თემაზე უნდა ელაპარაკოს ადამიანი?! მაგათთან სალაპარაკო და გასარკვევი კარგა ხნის წინ ჰქონდა დასაწყები პროკურატურას, მაგრამ არ დააყენეს საშველი!


ამიტომაც ბედავენ ამდენს. ადრე, ყველა მათგანის სახელით, რომელიღაც ერთი უშლიდა ტელეეკრანიდან ხალხს ნერვებს. ახლა მგონი იშლებიან და მაგათი ცალ-ცალკე გაძლება, როგორი საქმეა?! მით უმეტეს, რომ ზნისა და ხასიათის კი არა, მხოლოდ ტანსაცმლის (ტყავის) გამოცვლას აპირებენ.


...და რისთვის აპირებენ, ძნელი გამოსაცნობია?


რა გამოცნობა მაგას უნდა?! მიშას და მისი „კამანდის" (შინ თუ გარეთ), მოფიქრებული სიკეთე და კაი საქმე გაგონილა, ან გაგვიგია ოდესმე?!


რასაც აქამდე სჩადიოდნენ, იმას აპირებენ ისევ!


რა ბჭობა აგვიტყდა?!


მე იმათი გამკვირვებია სერიოზული, პოლიტიკური დასკვნებით, რომ გვიმასპინძლდებიან და ათას ვარიანტს განიხიავენ - მოვლენ თუ არა „ნაცები„ ხელისუფლებაში ისევ!


საქართველო ბნელეთი არ არის და ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს გაყოფა მარტო „ნაცების" ჭკუის ნაყოფი არ არის, რომ დასავლურმა იდეოლოგიამ ჩვენი ქვეყანა კაი ხნის წინ ჩაწერა (მანამდე არ აგიდგეთ... არაფერი) „მომაკვდავი ერების" სიაში და ასე შემდეგ. აი, ამისთვის სჭირდებათ ეს უბედურები და ისინიც თანახმანი არიან.


ფული, ისევ ფული!!!


ქართველზე ჭკვიანი ამ ცოდვილ მიწაზე, ღმერთს არავინ გაუჩენია, თორემ აქამდე მართლა გადავშენდებოდით.


ჰოდა, ამ ჭკვიანმა ხალხმა ისიც იცის, რომ ორად კი არა, ორასად რომ გადაჯგუფდნენ, მათი საშველი მაინც არ იქნება.


საქართველო უნდა იყოს და იმიტომ!!!..


...აღარავინ ტყუვდება.


...ურმის ბორბალმა რომ (უკაცრავად) ძროხის ნეხვს გადაუარა - შუაზე გაყო, თორემ მისთვის ბიოლოგიური შემადგენლობა კი არ შეუცვლია!


... ნეხვი დარჩა, ორივე მხარეს..!


P.S ახლა ვისაც ამ ნათქვამთან პრეტენზია გაქვთ, შორიდან არა, პასუხი ახლოს, ერთი-ერთზე მითხარით!



 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016