სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, 21 ივლისს, თურქეთიდან სომხეთის მოქალაქე არსენ მ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ჯაჭვი 90.12 გრ; შესაკრავი რგოლები 20 გრ; სამაჯური 39.19 გრ; გულსაკიდი 2.27 გრ. საერთო წონით - 151,58გრ. აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6140ლარი შეადგინა. მოქალაქე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა 6140 ლარის ოდენობით.
იმავე დღეს, სარფში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს. აზერბაიჯანის მოქალაქე ნაიდა შ-ს. დეკლარირების გარეშე, ქვეყანაში შემდეგი საქონელი: ყელსაბამი 3 ც; კულონი 3 ც; საყურე 5 წყვილი - საერთო წონით 174.5გრ. შემოჰქონდა. მოქალაქე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის 25-ე ნაწილით, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.