reportiori.ge - შსს პოლიციელის დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:30
რეგიონები
შსს პოლიციელის დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
ავტორი:
30 მაისი, 2015. 20:51



31 მაისს, 12 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს ქუთაისში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამშრომლებს პოლიციელის დღეს პირადად მიულოცავს და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელებს დააჯილდოვებს. მინისტრი დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს მედლებს პირადად გადასცემს. ვახტანგ გომელაური ასევე დააჯილდოვებს მოქმედ პოლიციელებს.


ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებს გამოფენას, სადაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ავტოპარკს, ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას წარმოადგენს: საპატრულო პოლიციის ახალ ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორს", „მინიკუპერს", „პიკაპს", მოტოციკლ „იამაჰას", ელექტრომობილს; საბრძოლო ჯავშანტექნიკას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს; დაცვის პოლიციის ავტოპარკს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, ავტოპარკს, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას; საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო და სამაშველო ავტომანქანებს, თოვლმავალსა და აღჭურვილობას; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ავტოპარკს, მოძრავ ლაბორატორიას და ეკიპირებას. გაიმართება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი, „3D" ბილეთების ჩვენება და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე მართვის მოწმობის დამზადების პროცესის და ახალი სანომრე ნიშნების შესარჩევი სენსორული მონიტორის დემონსტრირება.


შსს-ს მომსახურების სააგენტო გუნდ „MIA Force"-ის სარბოლო ავტომობილებს და საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოპოვებულ თასებს წარმოადგენს. ღონისძიებას თავად მრბოლელებიც დაესწრებიან.


„112" ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS და ვიდეოზარის ახალი სერვისის შესახებ რგოლებს და საინფორმაციო მასალებს წარმოადგენს.


შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოირგონ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები.


შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016