reportiori.ge - რა სცენარი იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:01
ინტერვიუ
რა სცენარი იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის უკან?
30 მაისი, 2015. 21:27


 

 

საქართველოში მოღვაწე 15-მა აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ყოფნის პირველი ორი წელი შეაფასა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს შეეხო.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების" კოალიციის ორწლიანი მმართველობის პირველ ორ წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამ წინსვლისა, ანგარიშში განხილული ყველა მიმართულებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას. ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებით, საანგარიშო პერიოდში თითოეული სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე - გამოწვევები.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრში გადავინაცვლეთ და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ვთხოვეთ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ყოფნის პერიოდის შეაფასება.

 

„რეპორტიორს"  „სახალხო კრების" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ესაუბრა:

 

 

 


- ის, რომ ეს ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, პირველი დადებითი მოვლენა  იყო. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის სააკაშვილის ხელისუფლება ოდიოზული და საშინელება იყო, ხალხმა შვება იგრძნო. ტერორი და რეპრესიები რომ შეწყდა, ეს უკვე არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. ადამიანებმა თავისუფლად დაიწყეს სუნთქვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს.


ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში, იყო ძალიან ხელშესახები, თვალშისაცემი მოვლენა, ვგულისხმობ საყოველთაო დაზღვევას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აღორძინების მცდელობას, ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობაში ამხელა თანხები არასდროს ჩადებულა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოდგა ეფექტური, იმიტომ, რომ კარგად ორგანიზებული არ იყო.


რაც შეეხება სხვა მხრივ ხელისუფლების მუშაობას, ვიტყვი, რომ მთლიანად საზოგადოების თვალში მოხდა ოცნებების და იმედების გარკვეულწილად მსხვრევა. ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს და რეალურად გავაანალიზოთ - სადაც გინდათ, იქ წადით და ნახეთ - საზოგადოება გარკვეულწილად იმედგაცრუებულია.  


- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა მსგავსი რამ?


- ჩვენმა ხალხმა ვერ დაინახა საგრძნობი შედგები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და დასაქმების, გინდათ, ეკონომიკის და ბიზნესის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკის კუთხით რაიმე ძვრები ჩვენმა ხალხმა ვერ დაინახა და ამან გამოიწვია ეს მკვეთრი რეაქცია. საზოგადოებაში არსებობდა დიდი მოლოდინი, რომელიც დაკავშირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან", მაგრამ ვერ გამართლდა ეს მოლოდინები და ამან გამოიწვია უკურეაქცია.


- გასული კვირის აქტუალური თემა, ზემოაღნიშნულთან ერთად იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ოთხმა დეპუტატმა  დატოვა.  რაზე მიგანიშნებთ  გოგა ხაჩიძის განცხადება  - „პარტიას შევქმნით, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებთ"... რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", რა არის ეს - შიდა დაპირისპირება თუ კარგად გაწერილი სცენარი?

 

- აქამდეც როგორ მოიტანეს თავი, ამ ერთიანობით, ესეც გასაკვირია, ალბათ ურთიერთდაშანტაჟებით ან სხვა მეთოდებითაც, თუმცა, ამ პარტიის რღვევის პროცესი მოსალოდნელი იყო.  არ გამოვრიცხავ სცენარს. შესაძლოა, სურდეთ, რომ სხვადასხვა ძალები გამოაცხონ ვითომდა პროდასავლური ძალებისგან.  ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყო რღვევის პროცესი.


- ხომ არ არის ეს პროცესი პროდასავლური ძალების გაერთიანებისათვის დაწყებული სამზადისი?

 

- აშშ-ის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას ლობირებდნენ, დღეს უკვე ხედავენ, რომ დასრულდა სააკაშვილის პროექტი.  არავითარი პერსპექტივა არ აქვს უკვე ამ ძალას. ზღაპარია, რომ ოდესმე ხალხს სააკაშვილსა და მისი გუნდისკენ გული მოუბრუნდება. ამიტომ ამ სიტუაციას რეალურად შეხედეს და ფიქრობენ ახალი რამის გამოცხობას.  ალბათ, ახლა გაჩნდებიან ახალ-ახალი ორგანიზაციები  „ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე, მერე  მოხდება ეკლექტური გაერთიანება „თავისუფალი  დემოკრატების" ლიდერობით და საბოლოოდ რა გამოცხვება, არავინ იცის. რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.


- პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პარტიიდან წასულ დეპუტატებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს 4 დეპუტატი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.  გჯერათ ამ ყველაფრის?

 

- „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სინდის-ნამუსი არასდროს ჰქონიათ. გუშინ, შესაძლოა, განადიდებდნენ ამ ოთხეულს, ამბობდნენ, რომ ანგელოზები არიან, მაგრამ ხვალ-ზეგ იტყვიან, რომ ისინი არიან გათახსირებულები, მოსყიდულები... ახლა ყველა სიბინძურეს იტყვიან.


- კულუარებიდან ინფორმაციები ჟონავს, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას. რას შეცვლის პოლიტიკურ ველზე ამ პარტიის ამრიგად დანაწევრება?

 

- არაფერს არ შეცვლის. რღვევისკენ წავა „ნაციონალური მოძრაობა",  შესაძლოა, ამის უკან  იმალებოდეს გარკვეული სცენარი, რომელსაც რომელიღაც ძალა მართავს, რომ  შემდეგში ახალი სიმბიოზური ორგანიზაცია გამოაცხონ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016