ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ „დსთ" -ს წევრი ქვეყნების მეთაურების საბჭოზე განაცხადა, რომ მას სურს საქართველო კვლავ იხილოს ამ თანამეგობრობაში. მისი თქმით, ამ განცხადებას იგი დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურების სახელით აკეთებს.
აღნიშნულ თემაზე „რეპორტიორი" ექსპერტ, სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა:
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ლუკაშენკომ ერთხელ ისიც კი განახცხადა, რომ მზად იყო ქართველებისთვის მუხლებზე დაეჩოქა ოღონდ „დსთ"_ში საქართველო ისევ შესულიყო.
პირველ რიგში აუცილებელია უარის გაცხადება მიპატიჟებისთვის, რამეთუ ბევრი რამ არის გასარკვევი. უარის თქმის შემდეგ, აუცილებელია დიპლომატიური გზით გაირკვეს რა იმალება ამ მიპატიჟების მიღმა, ვინ არის რეალური ინიციატორი მიპატიჟების, რა ინტერესია, რას ელის სამაგიეროდ საქართველოდან ამ მიპატიჟების ნაცვლად „დსთ" . ჯერ იგნორია აუცილებელი პირობა და შემდეგ ვნახოთ დიპლომატიური ჩარევა რას გვიჩვენებს." - განაცხადა „რეპორტიორთან" სოსო ცინცაძემ.