მიუხედავად სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი მიმართვისა-„მე შენ მიყვარხარ, ოდესა",
ოდესამ საქართველოს ექსპრეზიდენტი ძალიან ცივად მიიღო. კიევის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, მაგრამ ისინი პოლიციამ შეაჩერა.
ოდესელები მიხეილ სააკაშვილს სატირული აქციით დახვდნენ - ქუჩებში ჰალსტუხები დაკიდეს, რითიც 2008 წლის აგვისტოს ომი გაახსენეს. ადგილობრივების განცხადებით, მათთვის არავის უკითხავს უნდოდათ თუ არა გუბერნატორად სააკაშვილი. ამასთან ოდესის მცხოვრებლების თქმით, მათ არ მოსწონთ პოლიტიკოსის ოდიოზური წარსული. მას შემდეგ, რაც დადასტურდა სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა, ოდესელები ინტერნეტშიც და ქუჩებშიც ლეონიდ უტიოსოვის ცნობილ სიმღერას მღერიან, საიტებზე კი წერენ:- "Ты одессит, Мишка?" (შენ ოდესიდან ხარ, მიშკა?)