reportiori.ge - ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს (დასაფიქრებელი ისტორია)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 13:37
სხვადასხვა
ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს (დასაფიქრებელი ისტორია)
ავტორი:
01 ივნისი, 2015. 10:44


კურსდამთავრებულთა მცირე ჯგუფი თავის ძველ პროფესორს ეწვია სტუმრად. მათ დაიწყეს თავიანთი სტუდენტობის შემდგომი ისტორიების მოყოლა. ყველას ამბავი რაღაცით გავდა ერთმანეთს. ისინი ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მძიმე სამუშაო, ცოტა თავისუფალი დრო, სტრესი და უამრავი ამდაგვარი პრობლემა.


პროფესორმა სტუდენტებს ყავა შესთავაზა. იგი დროებით სამზარეულოში გავიდა და  ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ყავასთან და სხვადასხვა სახის ფინჯნებთან ერთად.


ფინჯანთაგან ზოგი ძვირადღირებული იყო და ზოგი იაფი. ზოგი მათგანი უბრალოდ გამოიყურებოდა, ზოგი კი სოლიდურად.


როდესაც ყველა სტუდენტმა დაისხა ყავა თავის სასურველ ფინჯანში, პროფესორმა თქვა:


თუ შეამჩნიეთ,  თითოეულმა თქვენგანმა მხოლოდ ის ფინჯანი აირჩია, რომელიც ლამაზად და ძვირადღირებულად გამოიყურებოდა. ყველამ თვალი აარიდეთ მათ, რომლებიც იაფად და უბრალოდ მოგეჩვენათ.


 ჩვენ ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემებისა და სტრესის მთავარი მიზეზი.


ფინჯანი ყავის ხარისხს არ განსაზღვრავს და ხშირად იგი ბევრად უფრო ძვირია იმაზე, რასაც ვსვამთ.ის რაც ნამდვილად გსურდათ იყო ყავა და არა ფინჯანი, თუმცა ყველამ შეგნებულად აირჩიეთ საუკეთესო და ამის შემდეგ ერთმანეთს დაუწყეთ ყურება იმის გასაგებად, თუ ვის შეხვდა უფრო უკეთესი.


ცხოვრება ყავაა და სხვა ყველაფერი (სამსახური, ფული, საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობა) მის  ფინჯანს გავს. ისინი მხოლოდ საშუალებებია იმისა, რომ ვიცხოვროთ.


და ხშირად, როდესაც ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ, მხოლოდ ფინჯანზე( ფულზე, სამსახურზე და ა.შ) ვკარგავთ იმის საშუალებას, რომ სიამოვნება მივიღოთ ყავისაგან ( ცხოვრებისგან). ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო, მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ.


იცხოვრე უბრალო და კეთილი ცხოვრებით, გულწრფელად გიყვარდეს და ზრუნავდე საყვარელ ადამიანებზე, აი რა არის ბედნიერება..



წყარო: 4motivi.com

ავტორი უცნობია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016