სპორტი
ჯაბა კანკავა და მისი თანაგუნდელები ევროპა ლიგის საპრიზო თანხას ვერ მიიღებენ
ავტორი: გიორგი კინტირაია
01 ივნისი, 2015. 17:18
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის 2014/2015 წლების სეზონის ფინალში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო" გავიდა და „სევილიასთან" დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ტურნირზე ასპარეზობისთვის „უეფა"-სგან ფინალისტ „დნიპროს" 9 მილიონი ევრო ერგება, თუმცა უკრაინული კლუბის ღირსების ქართველი დამცველი ჯაბა კანკავა და მისი თანაგუნდელები ამ თანხიდან პრემიებს ვერ მიიღებენ, რადგან იგი მთლიანად Hochtief-ის ანგარიშზე დაირიცხება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ აღნიშნულ კომპანიას „დნიპრო არენის" აშენებაში თანხა არ მიუღია და დნეპროპეტროვსკის კლუბი სწორედ ამ 9 მილიონით გაისტუმრებს ვალის ნაწილს. გავრცელებული ინფორმაციით, „დნიპროს" გერმანულ კომპანიასთან სულ 11 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19