reportiori.ge - „კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - იამაიკის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:23
სპორტი
„კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - იამაიკის ნაკრები
01 ივნისი, 2015. 19:01


ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელს 11 ივნისს აიღებს სტარტს. სამხრეთამერიკული პირველობა წელსაც ლაღი და ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებასა და დაძაბულ ორთაბრძოლებს გვპირდება. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი იღებს და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ ყოველ მათგანს და შევეცდებით, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდოთ მათ შესახებ.


დღეს ჩვენი სტუმარი B ჯგუფში მოასპარეზე იამაიკის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებებთან მოუწევს ბრძოლა.


იამაიკის ეროვნული გუნდი, მექსიკის მსგავსად, ტურნირზე მოწვეული სტუმარია, სწორედ ამიტომ, მათ „კოპა ამერიკისთვის" არასდროს უმასპინძლიათ. ალბათ გასაკვირიც არც ის უნდა იყოს, რომ გუნდს ისტორიის მანძილზე საპრიზო ადგილებიც არასდროს დაუკავებია. ძლიერი შემადგენლობით ისინი ვერც დღეს გამოირჩევიან, თუმცა როგორც სტუმრებს, დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.


იამაიკის ეროვნულ ნაკრებს 2013 წლის ივლისიდან 63 წლის გერმანელი სპეციალისტი ვილფრიდ შეფერი თავკაცობს, რომელსაც ხანგრძლივი სანაკრებო გამოცდილება აქვს კამერუნისა და ტაილანდის ეროვნულ გუნდებში მუშაობით. საკლუბო დონეზე, იგი სხვადასხვა დროს გერმანულ, ტაილანდურ, აზერბაიჯანულ და არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდებს წვრთნიდა. მათგან „შტუტგარტისა" და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას" გამორჩევა შეიძლება.


შეფერმა „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის იამაიკის 30-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:


მეკარეები: რაიან ტომპსონი („პიტსბურგ რივერჰაუნდსი", აშშ), დუეინ კერი („სარპსბორგი", ნორვეგია), დუეინ მილერი („სირიანსკა", შვედეთი), დემიონ ხაიატი („არნეტ გარდენსი");


მცველები: უეს მორგანი („ლესტერი", ინგლისი), ჯერმეინ ტეილორი („ჰიუსტონ დინამო", აშშ), მაიკლ ჰექტორი („რედინგი", ინგლისი), დენიელ გორდონი („კარლსრუე", გერმანია), ედრიან მირიაპა („კრისტალ პალასი", ინგლისი), ალვას პაუელი („პორტლენდ ტიმბერსი", აშშ), რიჩარდ დიკსონი („შარლოტ უგლზი", აშშ), შონ კამინგსი („მილუოლი", ინგლისი), კემარ ლოურენსი („ნიუ-იორკ რედ ბულზი", აშშ);


ნახევარმცველები: ჯე-ვონ უოტსონი („სკ დალასი", აშშ), როდოლფ ოსტინი („ლიდსი", ინგლისი), ჯოლ გრანტი („იეოვილი", ინგლისი), ლენს ლეინგი („ედმონტონი", კანადა), გარეტ მაკლირი („რედინგი", ინგლისი), ჯობი მაკენაფი („ლეიტონ ორიენტი", ინგლისი), ომარ ჰელნესი („პორტლანდ ტიმბერსი", აშშ);


თავდამსხმელები: ალან ოტი, დინო უილიამსი (ორივე - „მობეი იუნაიტედი"), მაიკლ სიტონი („ერებრუ", შვედეთი), ჯილზ ბარნსი („ჰიუსტონ დინამო", აშშ), დარენ მეტოკსი („ვანკუვერი", კანადა), საიმონ დოუკინსი („დერბი კაუნტი", ინგლისი), დესჰორდ ბრაუნი („ვალერენგა", ნორვეგია), რომეო პარკსი („ისიდრო მეტაპანი", სალვადორი), ანდრე კლენონი („არნეტ გარდენსი").


სავარაუდოდ, იამაიკის ნაკრები „კოპა ამერიკა 2015"-ზე 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და ლაღ, კომბინაციურ თამაშს შეეცდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ურუგვაის ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისები აქვს, ხოლო პარაგვაი ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი მეტოქე, გასაკვირი არ იქნება, რომ შეფერმა მესამე ადგილისთვის სერიოზულად იბრძოლოს, თუმცა რამდენად აქვთ ამის შანსები, თავად შეაფასეთ.


გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი იამაიკის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-სთვის:



იამაიკის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):

 

13 ივნისი. 23:00   ურუგვაი : იამაიკა

 

18 ივნისი. 01:00   პარაგვაი : იამაიკა

 

21 ივნისი. 01:30   არგენტინა : იამაიკა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016