„ობიექტური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მეორე ტური იქნება და დარწმუნებული ვარ ჩემს ერთმნიშვნელოვან გამარჯვებაში ამ არჩევნებში" - ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც პარლამენტის ექს თავმჯდომარემ აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ხალხმა გაურკვეველი კოჰაბიტაცია მიიღო, რამაც ხალხში „ქართული ოცნებისადმი" იმედგაცრუება გამოიწვია და მისი რეიტინგის ზრდას შეუწყო ხელი - „ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვისი რეიტინგიც იზრდება არა დღეების, არამედ საათების მიხედვით" - ამბობს ბურჯანაძე. იგი დარწმუნებულია, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სააკაშვილი და მისი გუნდი რიკულებს მიღმა აღმონდება - „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს მოუწევთ, აღმოჩნდნენ რიკულებს მიღმა, როგორც მინიმუმი, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების პერიოდში" - განაცხადა ბურჯანაძემ.