რეგიონები
შატილიდან 25 კმ-ში მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
02 ივნისი, 2015. 18:35
შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, შატილიდან 25 კმ-ში, მეწყერი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოწვა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყონებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი.
„აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსი, არის დაკარგული", - წერს ნინო გიორგობიანი „facebook"-გვერდზე.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57