reportiori.ge - „კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - ბრაზილიის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:53
სპორტი
„კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - ბრაზილიის ნაკრები
02 ივნისი, 2015. 19:38


ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელს ჩილეში გაიმართება. გუნდები უახლოეს დღეებში აქტიურ სამზადისში ჩაებმევიან. ტურნირზე 12 გუნდი იღებს მონაწილეობას და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს და შევეცდებით, დაწვრილებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ყოველი მათგანის შესახებ.


ჩვენი დღევანდელი სტუმარია C ჯგუფში განთესილი ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად კოლუმბიის, პერუსა და ვენესუელას ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.


ბრაზილიამ „კოპა ამერიკას" 4-ჯერ უმასპინძლა - 1919, 1922, 1949 და 1989 წლებში. ბრაზილიელებს ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი 8-ჯერ აქვთ დაკავებული, მეორე ადგილი - 11-ჯერ, ხოლო მესამე - 7-ჯერ. აღსანიშნავია, რომ შემდეგ, 2019 წლის „კოპა ამერიკას" სწორედ იგი მიიღებს.


ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს 2014 წლის 21 ივლისიდან მოყოლებული დუნგა თავკაცობს, 2015 წლის მაისიდან კი, პარალელურად ბრაზილიის U23 ნაკრებიც ჩაიბარა. დუნგა თავის გუნდს ლაღი და ტექნიკური თამაშის უფლებას აძლევს, თუმცა საკუთარი კარის უსაფრთხოებასაც არასდროს ივიწყებს და ბრაზილიელთა მენტალიტეტისგან განსხვავებით, კარს საკმაოდ დიდი ძალებით იცავს.


დუნგამ იმ 23 ფეხბურთელის გვარები გააჟღერა, რომლებიც ბრაზილიის ნაკრების ღირსებას „კოპა ამერიკა 2015"-ზე დაიცავენ. დასახელებულთა შორის იყო „ვოლფსბურგის" ნახევარმცველი ლუიშ გუსტავოც, რომელმაც სერიოზული ტრავმა მიიღო და ტურნირზე ვერ იასპარეზებს. დუნგას მისი შემცვლელის არჩევა ფრედის („შახტარი"), ფილიპე ანდერსონის („ლაციო"), რაფინია ალკანტარას („ბარსელონა") და კაკას („ორლანდო სიტი") შორის ერთ-ერთის მოუწევს.


გთავაზობთ, დუნგას მიერ გამოძახებული ფეხბურთელების ჩამონათვალს:


მეკარეები: ჯეფერსონი („ბოტაფოგო"), მარსელო გორე („გრემიო"), დიეგო ალვეში („ვალენსია", ესპანეთი);


მცველები: დავიდ ლუისი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ყველა „პსჟ", საფრანგეთი), მირანდა („ატლეტიკო", ესპანეთი), ფაბინიო („მონაკო", საფრანგეთი), მარსელო („რეალი", ესპანეთი), ფილიპე ლუიში („ჩელსი", ინგლისი), დანილო („პორტუ", პორტუგალია);


ნახევარმცველები: ფერნანდინიო („მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ელიაში („კორინთიანსი"), კაზემირო („პორტუ", პორტუგალია), ევერტონ რიბეირო („ალ-აჰლი", არაბეთის გაერთიანებული საამიროები), რობერტო ფირმინო („ჰოფენჰაიმი", გერმანია), ვილიანი („ჩელსი", ინგლისი), დუგლას კოშტა („შახტარი", უკრაინა);


თავდამსხმელები: ნეიმარი („ბარსელონა", ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო („ლივერპული", ინგლისი), დიეგო ტარდელი („შანდონი", ჩინეთი), რობინიო („სანტოსი").


სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრები „კოპა ამერიკა 2015"-ზეც ბოლო პერიოდში ჩვეული 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებს, საკუთარი კარის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას დაუთმობს და ბურთის ტექნიკურ შემტევებამდე სწრაფად ატანას შეეცდება.


გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-სთვის:




ბრაზილიის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):

 

15 ივნისი. 01:30   ბრაზილია : პერუ

 

18 ივნისი. 04:00   ბრაზილია : კოლუმბია

 

22 ივნისი. 01:30   ბრაზილია : ვენესუელა



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016