გაზეთ ვერსიას 8 წელი შეუსრულდა. რედაქტორი მაია ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დამოუკიდებელი ბეჭდური პრესის ყველა გულშემატკივარს, ერთგულ მკითხველებსა და ბიზნესპარტნიორებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სიტყვის თავისუფლება ვულოცავ „ვერსიის" 8 წლის იუბილეს!
ყველა ჟურნალისტს, დიზაინერს, გამავრცელებელს, მოწვეულ ავტორსა და რედაქტორს, ვისაც ერთი წუთი მაინც უფიქრია იმაზე, რომ აუცილებელია ჰქონდეს საკუთარი ვერსია შემოქმედებით თავისუფლებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმ თავდადებისთვისა და ენთუზიაზმისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე გამოიჩინა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს გაზეთი ბევრია, „ვერსია" - ერთი!
მადლობა ჩემს გვერდით რომ ხართ და „ვერსიის" სახელი გეამაყებათ!" - წერს მაია ფურცელაძე.
„რეპორტიორი" შემოქმედებით ჯგუფს „ვერსიის" შექმნიდან 8 წლის იუბილეს ულოცავს.