reportiori.ge - საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 13:27
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები ცნობილი ადამიანების შესახებ
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 01:08




ნაპოლეონმა 26 წლის ასაკში დაიპყრო იტალია.

ნაპოლეონის ერთ-ერთი სასმისი ცნობილი იტალიელი ავანტიურისტის „კალიოსტროს" თავის ქალისგან იყო დამზადებული.

ჰიტლერი- იგი ვეგეტარიანელი იყო.

სადამ ჰუსეინის ვაჯს, უდაის ბაღდადის უნივერისტეტმა პოლიტიკურ მეცნიერებატა დოქტორის წოდება უბოძა თუმცა დოქტორს საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული.

უშიშროებაში მუშაობისას პუტინს ქონდა ზედმეტსახელად „ჩრჩილი".

კლეოპატრა შხამების ზემოქმედებას თავის მონებზე ცდიდა.

მონღოლთა მმართველი თემურ ლენგი პოლოს მაგვარ თამაშს მოკლულთა თავებით თამაშობდა.

ლენინის ტვინის ზომა სიკვდილისას მეოთხედიღა იყო დარჩენილი.

აშშ-ს პრეზიდენტი ენდიუ ჯექსონი  მიიჩნევდა, რომ დედამიწა ბრტყელია.

უინსტონ ჩერჩილის ნათესავები, დედის მხრიდან, ინდიელები იყვნენ.

ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც მატარებლის ბორბლებში მოჰყვა ბრიტანეთის პარლამენტის წევრი უილიამ ჰასკინსონი იყო.

მადაგასკარის დედოფალი „რანავანოლა" ბრძანებდა დაესაჯათ ყველა, ვინც უკითხავად გამოეცხადებოდა სიზმარში.

დედოფალ ვიქტორიას ქორწილში აჩუქეს ყველი რომელიც 500 კილოგრამს იწონიდა და დიამეტრში 3 მეტრი იყო.

პეტრე პირველის სიმაღლე 213 სანტიმეტრი იყო.

ესპანეთის მეფის ალფონსოს მეფობისას სასახლის კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა „მეჰიმნე".საქმე იმაშია რომ მეფეს სმენა არ ჰქონდა და ჰიმნს სხვა მელოდიისაგან ვერ არჩევდა. მეჰიმნე ვალდებული იყო მეფისთვის ეთქვა როდის იწყებოდა ნაციონალური ჰიმნი.

აინშტაინი ყველგან, საჯაროდ, ოფიციალურ შეკრებებზეც კი წინდების გარეშე დადიოდა. მას ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს მაგრამ მან განაცხადა რომ არ სურს ზედმეტი თავის ტკივილი.

საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტეს 400 ზე მეტი საწოლი ჰქონდა.

რომის იმპერატორმა ნერონმა თავის გამზრდელ ფილოსოფოსს სენეკას უბრძანა რომ თავი მოეკლა.

ბარბაროსი ატილა 453 წელს ქორწინების პირველ ღამეს მოკვდა.

შერლოკ ჰოლმსის შემქმნელი მწერალი, არტურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო.

მოცარტი-მუსიკის შექმნა 3 წლის ასაკში დაიწყო. მას არასოდეს უვლია სკოლაში.

მადონა და სელინ დიონი პრინც ჩარლზის ცოლის, კამილას ბიძაშვილები არიან.

მერლინ მონროს ბიუსჰალტერი რომელიც გამოიყენა ფილმში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გაიყიდა 14 000 დოლარად.

იულიუს კეისრის  ავტოგრაფი 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ ერთი ეგზემპლიარიც კი არ არის აღმოჩენილი. კეისარი გვირგვინს ატარებდა იმის გამო რომ სიმელოტე დაემალა.

ჩარლზ დიკენს თავით ჩრდილოეთისკენ ეძინა, მას სჯეროდა რომ ეს წარმატების მომტანი იყო.

ჩინეთში სამი ყველაზე პოპულარული დასავლური სახელებია: იესო ქრისტე, რიჩარდ ნიკსონ და ელვის პრესლი.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოავალი რომის პაპი იოანე ოცდამესამე  იტალიის ჯარში სერჯანტად მსახურობდა.

ელისაბედ პირველმა იმ კაცებს, რომლებიც წვერს ატარებდნენ, გადასახადი დაუწესა.

ადლფრედ ნობელმა  დინამიტი გამოიგონა.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016