reportiori.ge - „მარიაჟობის“ თეორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:42
სხვადასხვა
„მარიაჟობის“ თეორია
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 01:45



XIX საუკუნის ბოლოს  ამერიკელმა ეკონომისტმა ტორსტეინ ვებლენმა წარმოადგინა  საინტერესო თეორია, თუ რატომ სვამენ და ეწევიან ადამიანები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ შესანიშნავი ნაშრომის მეოთხე თავში „წარმატებული კლასის თეორია" ის ამტკიცებს, რომ ღარიბებს მოწევითა და სმით სურთ, თავი მდიდრებად გაასაღონ, რადგან ღარიბებს არ აქვთ საშუალება, იყიდონ ფუფუნების ისეთი საგნები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო.


ვებლენის იდეამ საფუძველი ჩაუყარა ე.წ. „მარიაჟობის" ეკონომიკურ ანალიზს. ვებლენის ნივთები გამოირჩევა ერთი პარადოქსული თავისებურებით - ფასების ზრდასთან ერთად, მათზე მოთხოვნაც იზრდება. ამისი მიზეზი ისაა, რომ ვებლენის ნივთებს ძირითადად „სამარიაჟოდ" მოიხმარენ, და ვინაიდან  ძვირადღირებული ნივთებით „მარიაჟობა" უფრო ადვილია, ამიტომ ლოგიკურია, რომ ფასის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება. ვებლენის ნივთები შეიძლება იყოს ყველაფერი - როლექსის საათი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, ბრენდული ტანისამოსი, ლამაზი მანქანა. რაც მეტია ამ ნივთების ფასი, მით მეტად ყიდულობს მას ხალხი, რათა სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება.


ომერ მოავისა და ზვიკა ნემანის 2012 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, „მარიაჟობა" არის გზა, მოაჩვენო თავი, რომ გაქვს ფარული შემოსავალი . ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ დაახლოებითი წარმოდგენა თავიანთი მეზობლების, კოლეგების, მეგობრებისა და იმ ადამიანების შემოსავლების შესახებ, ვისთანაც ურთიერთობენ, თუმცა მათ ეს დანამდვილებით მაინც არ იციან. შესაბამისად, არსებობს სპეკულაციის გარკვეული სივრცე და თუ ადამიანი ხედავს, რომ მისი თანამშრომელი სამსახურში ბენტლით მოდის, მისი შეხედულება ამ ადამიანის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ იცვლება.


მაგრამ რატომ სურთ ადამიანებს, ჩანდნენ უფრო მდიდრები, ვიდრე რეალურად არიან? მტკიცებულებები მიუთითებს ევოლუციურ უპირატესობაზე, რადგან, როგორც ჩანს, რესურსებზე წვდომა ზრდის ადამიანის სექსუალურ მიმზიდველობას (განსაკუთრებით მამაკაცებში). მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ოჯახური მდგომარეობა არის სანდო წყარო მამაკაცის დემონსტრაციული მოხმარების ხარისხის განსაზღვრისთვის - დასაოჯახებელი მამაკაცები ყიდულობენ უფრო ძვირადღირებულ სმარტფონებსა და მანქანებს, ვიდრე დაოჯახებულები. მამალი ფარშევანგის მსგავსად, უფრო გულუხვი შეფუთვა ქალებს მიანიშნებს, რომ რეპროდუქტიული რესურსები იმდენად უხვია, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, ჰქონდეთ უაღრესად თვალსაჩინო (და შესაბამისად, სარისკო) რესურს-ინტენსიური და, უფრო მეტიც, ობსტრუქციული ბეწვის ქურქი. მამაკაცი, რომელიც ყიდულობს როლექსის საათს, აჩვენებს ქალებს, რომ ის იმდენად მდიდარია, რომ შეუძლია რამდენიმე ათასი აშშ დოლარი დახარჯოს საათში, რომელიც იმავე მოვალეობას ასრულებს, რასაც 20-დოლარიანი საათი.


პარადოქსულია, მაგრამ დემონსტრაციული მოხმარება უფრო ხშირად გვხვდება ღარიბ საზოგადოებაში. მოავმა და ნემანმა თავი მოუყარეს ძალიან ბევრ მტკიცებულებას. მაგალითად, სოფლად მცხოვრები ინდოელები საშუალოდ თავიანთი შემოსავლის 15-20%-ს ხარჯავენ ფესტივალებზე, მაშინ, როდესაც, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობა საშუალოდ ერთი წლის შემოსავალს ხარჯავს ახალგაზრდების გასვენებაში. ამავდროულად, ისინი, როგორც წესი, თავიანთი შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავენ გართობის ისეთ ნაკლებად ტრანსპარენტულ ფორმებზე, როგორიცაა, მაგალითად, კინოთეატრი. „ნიუ იორკ თაიმსის" სტატია მოგვითხრობს ღარიბი ინდოელი ფერმერის ამბავს, რომელმაც 109,000 ათას აშშ დოლარად გაყიდა თავისი ფერმა და შემდეგ 8,327 აშშ დოლარად იქირავა თვითმფრინავი, რათა მისი ვაჟი საკუთარ ქორწილში თვითმფრინავით მისულიყო.


ჩარლზის, ჰარსტისა და რუსანოვის განმარტების თანახმად, დემონსტრაციული მოხმარება უფრო ეფექტურია ღარიბ საზოგადოებაში. ისინი თავიანთ არგუმენტს სამი მიზეზით ხსნიან:


1)      მოთხოვნა-მიწოდების კანონის თანახმად, რაც უფრო ღარიბია ქორწინების ბაზარი, მით უფრო ძვირად ფასობს მიმზიდველი ნიშან-თვისება. ამიტომ „ფარული შემოსავალი" უფრო მიმზიდველი ჩანს, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ღარიბია.

2)      ფაქტი, რომ ვიღაც მდიდარია, ღარიბ საზოგადოებაში უფრო მეტ გაოცებას იწვევს, რაც, შესაბამისად, ვიღაცის რეპუტაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს (თუ ყველამ უკვე დაუშვა, რომ ვიღაცა მდიდარია, პორშეს მარკის ავტომობილის ყიდვა უკვე დიდ სხვაობას აღარ იძლევა).

3)      მდიდარ საზოგადოებაში სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა გაცილებით ძვირი ღირს. როდესაც მაღალი კლასის მანქანები ფართოდაა გავრცელებული, როგორც ეს ხდება ლუქსემბურგისა და შვეიცარიის მსგავს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაშინ ადამიანს სჭირდება როლს-როისი ან ბენტლი, რომ რეალური შთაბეჭდილება მოახდინოს სხვებზე. საქართველოს მსგავს მცირეშემოსავლიან ქვეყანაში კი, მეორეს მხრივ, Toyota Land Cruiser ან BMW X6 სრულიად საკმარისია ამისთვის.



ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ეკონომიკისთვის სასარგებლოა. განა ეს ხელს არ უწყობს ძვირადღირებულ სმარტფონებზე, საათებსა და მანქანებზე მოთხოვნის ზრდას?


მოავი და ნემანი გვაჩვენებენ, რომ საკითხი ბევრად უფრო რთულია და რომ ჭეშმარიტი სიღარიბე შეიძლება სწორედ დემონსტაციული მოხმარებისგან მოდიოდეს. უპირველესი პრობლემა ისაა, რომ დემონსტრაციული მოხმარება ანაცვლებს უფრო საჭირო ხარჯებს, როგორიცაა, მაგალითად, საპენსიო ასაკისთვის თანხის დაზოგვა ან შვილების განათლების ხარჯები: „უკიდურესად ღარიბი ადამიანი თავისი შემოსავლის მხოლოდ 2-3%-ს ხარჯავს საკუთარი შვილების განათლებაზე, არ იკვებება კარგად, აქვს ცუდი ჯანმრთელობა და ამტკიცებს, რომ იმდენად ღელავს, რომ ეს გავლენას ახდენს მის ძილსა და მუშაობაზე. ხშირ შემთხვევაში, ის ვერ ახერხებს სასიცოხლო ინვესტიციის ჩადებას საკუთარ საქმეში და იმდენად ცოტას ზოგავს, რომ ვერ ახერხებს საკვების თანხის შემცირების თავიდან აცილებას, როდესაც განიცდის შემოსავლის დროებით შეწყვეტას."


მოავისა და ნემანის აზრით, მეორე პრობლემა ისაა, რომ დემონსტრაციული მოხმარება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო ნაკლებ ადამიანურ კაპიტალს აგროვებს ადამიანი. ხარისხის ან წოდების ქონა არის ძლიერი სიგნალი ადამიანის შემოსავლის შესახებ და ამცირებს, მაგალითად, მერსედეს კაბრიოს ყიდვის აუცილებლობას.


მანკიერი ციკლი შეიძლება იყოს შედეგი: როდესაც ადამიანი ან საზოგადოება ღარიბდება, ის უფრო მეტს ხარჯავს დემონსტრაციული მოხმარებისთვის და ნაკლებს შვილების განათლებისთვის. ადამიანური კაპიტალის შემცირება განაპირობებს მომდევნო თაობაში შემოსავლის შემცირებასა და დემონსტრაციული მოხმარების აუცილებლობის ზრდას. ორივე შემთხვევაში საფასური მაღალია, იმიტომ, რომ ადამიანური კაპიტალი ვერ ახერხებს „მარიაჟობის" ჩანაცვლებას. შედეგად, ადამიანები კიდევ უფრო დემონსტრაციულად მოიხმარენ ფუფუნების ნივთებს, რაც იწვევს კიდევ უფრო მცირე ინვესტიციების ჩადებას ადამიანურ კაპიტალში და ა.შ.




წყარო: www.iset.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016