reportiori.ge - გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ფსევდონიმები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 16:53
სხვადასხვა
გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ფსევდონიმები
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 02:50



ფსევდონიმი (pseudonymos)  ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „მოგონილი სახელის მქონეს" ნიშნავს.  ფსევდონიმი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში გამოიყენებოდა.

ხშირად ლიტერატურული ნაშრომების ანონიმურად ან ფსევდონიმებით გამოქვეყნების შედეგად, ნაშრომთა ავტორებთა ვინაობა მკითხველთა ფართო წრისათვის დიდხანს, ზოგჯერ კი საერთოდ უცნობი რჩებოდა.


გთავაზობთ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ფსევდონიმებს:


1.      ალექსანდრე აბაშელი  - გამოჩენილი ქარტველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ჩიჩუა.

2.      შიო არაგვისპირელი -  გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - შიო დედაბრიშვილი.

3.      ჯორჯ ბალანჩინი - ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი.  ნამდვილი სახელი და გვარი - გიორგი ბალანჩივაძე.

4.      ბანოვანი - ცნობილი ქართველი მწერალი ქალი, ნამდვილი სახელი და გვარი - დესპინე გელოვანი.

5.      ვასილ ბარნოვი - გამოჩენილი ქართველი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნამდვილი სახელი და გვარი - ვასილ ბარნაველი.

6.      ბაჩანა - ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი და გენიალური ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა ფშაველას უმცროსი ძმა. ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ რაზიკაშვილი.

7.      ბესიკი - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი  - ბესარიონ გაბაშვილი.

8.    ესტატე ბოსლეველი - ქართველი პუბლიცისტი და კრიტიკოსი. ნამდვილი გვარი  - მჭედლიძე.

9.      ბუმერანგი - დიდი ქართველი პოეტი და მწერალი.  ნამდვილი სახელი და გვარი - ალიო მირცხულავა.

10.  ნიკოლოზ გაბაონი - გამოჩენილი ქარტველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - ვალერიან გაბაშვილი.

11.  განდეგილი - ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ქალი.  ნამდვილი სახელი და გვარი - დომინიკა ერისთავი.

12.  გარიყული - მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი. ნამდვილი სახელი და გვარი  - მარიამ თათეიშვილი.

13.  ტერენტი გრანელი - გენიალური ქართველი პოეტი. ნამდვილი გვარი - კვირკველია.

14.  იოსებ გრიშაშვილი - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი გვარი - მამულაშვილი.

15.  დია ჩიანელი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი  - დავით ჩხეიძე.

16.  იროდიონ ევდოშვილი - ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი - ხოსიტაშვილი.

17.  ია ეკალაძე - პუბლიცისტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - იაკობ ცინცაძე.

18.  ალექსი ელბაქიძე - ქართველი მწერალი და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნამდვილი სახელი და გვარი  - ლავრენტი არდაზიანი.

19.  სანდრო ეული - ცნობილი ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ქურიძე.

20.  ვაჟა-ფშაველა - ქართული ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი - ლუკა რაზიკაშვილი.

21.  ვარაზი - დიდი ქართველი ფერმწერი, რომელმაც ქართულ მხატვრობაში პირველმა გამოიყენა კოლაჟის ტექნიკა. ნამდვილი სახელი და გვარი  - ავთანდილ ვარაზიშვილი.

22.  იეთიმ გურჯი - პოეტი, სახალხო მელექსე და ლოტბარი. ნამდვილი სახელი და გვარი  - იეთიმ დაბღიშვილი.

23.  კოლხიდელი - ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგოლ დადიანი.

24.  მარიჯანი - ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი ქალი. ნამდვილი სახელი და გვარი  - მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე.

25.  კულა გლდანელი - უძლიერესი ქართველი ფალავანი. ნამდვილი სახელი და გვარი  - ივანე ყირიმელაშვილი.

26.  დუტუ მეგრელი - პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრი ხოშტარია.

27. ნიკოლოზ მიწიშვილი - ქართველი პოეტი და „ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი აქტიური წევრი. ნამდვილი სახელი და გვარი  - ნიკოლოზ სირბილაძე.

28.  შიო მღვიმელი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი  - ქუჩუკაშვილი.

29.  ეგნატე ნინოშვილი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი  - ინგოროყვა.

30.  დიმიტრი მაჩხანელი - ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი. ნამდვილი გვარი - ნადირაძე.




წყარო: genia.ge


(მოამზადა თაკო საკანდელიამ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016