ფსევდონიმი (pseudonymos) ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „მოგონილი სახელის მქონეს" ნიშნავს. ფსევდონიმი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში გამოიყენებოდა.
ხშირად ლიტერატურული ნაშრომების ანონიმურად ან ფსევდონიმებით გამოქვეყნების შედეგად, ნაშრომთა ავტორებთა ვინაობა მკითხველთა ფართო წრისათვის დიდხანს, ზოგჯერ კი საერთოდ უცნობი რჩებოდა.
გთავაზობთ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ფსევდონიმებს:
1. ალექსანდრე აბაშელი - გამოჩენილი ქარტველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ჩიჩუა.
2. შიო არაგვისპირელი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - შიო დედაბრიშვილი.
3. ჯორჯ ბალანჩინი - ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ნამდვილი სახელი და გვარი - გიორგი ბალანჩივაძე.
4. ბანოვანი - ცნობილი ქართველი მწერალი ქალი, ნამდვილი სახელი და გვარი - დესპინე გელოვანი.
5. ვასილ ბარნოვი - გამოჩენილი ქართველი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნამდვილი სახელი და გვარი - ვასილ ბარნაველი.
6. ბაჩანა - ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი და გენიალური ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა ფშაველას უმცროსი ძმა. ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ რაზიკაშვილი.
7. ბესიკი - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - ბესარიონ გაბაშვილი.
8. ესტატე ბოსლეველი - ქართველი პუბლიცისტი და კრიტიკოსი. ნამდვილი გვარი - მჭედლიძე.
9. ბუმერანგი - დიდი ქართველი პოეტი და მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - ალიო მირცხულავა.
10. ნიკოლოზ გაბაონი - გამოჩენილი ქარტველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - ვალერიან გაბაშვილი.
11. განდეგილი - ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ქალი. ნამდვილი სახელი და გვარი - დომინიკა ერისთავი.
12. გარიყული - მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი. ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ თათეიშვილი.
13. ტერენტი გრანელი - გენიალური ქართველი პოეტი. ნამდვილი გვარი - კვირკველია.
14. იოსებ გრიშაშვილი - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი გვარი - მამულაშვილი.
15. დია ჩიანელი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი სახელი და გვარი - დავით ჩხეიძე.
16. იროდიონ ევდოშვილი - ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი - ხოსიტაშვილი.
17. ია ეკალაძე - პუბლიცისტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - იაკობ ცინცაძე.
18. ალექსი ელბაქიძე - ქართველი მწერალი და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნამდვილი სახელი და გვარი - ლავრენტი არდაზიანი.
19. სანდრო ეული - ცნობილი ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ქურიძე.
20. ვაჟა-ფშაველა - ქართული ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი - ლუკა რაზიკაშვილი.
21. ვარაზი - დიდი ქართველი ფერმწერი, რომელმაც ქართულ მხატვრობაში პირველმა გამოიყენა კოლაჟის ტექნიკა. ნამდვილი სახელი და გვარი - ავთანდილ ვარაზიშვილი.
22. იეთიმ გურჯი - პოეტი, სახალხო მელექსე და ლოტბარი. ნამდვილი სახელი და გვარი - იეთიმ დაბღიშვილი.
23. კოლხიდელი - ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგოლ დადიანი.
24. მარიჯანი - ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი ქალი. ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე.
25. კულა გლდანელი - უძლიერესი ქართველი ფალავანი. ნამდვილი სახელი და გვარი - ივანე ყირიმელაშვილი.
26. დუტუ მეგრელი - პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრი ხოშტარია.
27. ნიკოლოზ მიწიშვილი - ქართველი პოეტი და „ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი აქტიური წევრი. ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ სირბილაძე.
28. შიო მღვიმელი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი - ქუჩუკაშვილი.
29. ეგნატე ნინოშვილი - გამოჩენილი ქართველი მწერალი. ნამდვილი გვარი - ინგოროყვა.
30. დიმიტრი მაჩხანელი - ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი. ნამდვილი გვარი - ნადირაძე.
წყარო: genia.ge
(მოამზადა თაკო საკანდელიამ)