სპორტი
2008 წლის შემდეგ პირველად - ივანოვიჩი ნახევარფინალშია
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
03 ივნისი, 2015. 11:27
ქალთა ტურნირზე პირველად, 2008 წლის შემდეგ „დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს ანა ივანოვიჩი. სერბმა ჩოგბურთელმა უკრაინელ ელინა სვიტოლინას ბრწყინვალე თამაშით - 6:3, 6:2 სძლია.
ივანოვიჩმა შეხვედრაში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, საკუთარი მოწოდებული კი მხოლოდ ერთხელ დათმო. სერბს ყველაზე კარგად თამაში ფორჰენდიდან გამოსდიოდა - 37 „ვინერსიდან" 30 დარტყმა გამოიყენა, რაც ჩინებული შედეგია. ივანოვიჩის მეტოქე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლუსი საფაროვა იქნება, რომელმაც რუსს მარია შარაპოვას ნაადრევად დაუსრულა „როლან გაროსზე" ასპარეზობა. აღსანიშნავია, რომ შარაპოვა ზედიზედ მეორედ გავიდა „როლან გაროსის" მეოთხედფინალში და ისევ ვერ შეძლო ამ ბარიერის გადალახვა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19