reportiori.ge - საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ავსტრიაში შეიკრიბება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:34
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ავსტრიაში შეიკრიბება
03 ივნისი, 2015. 12:03


კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრება. ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო „რუბინის" წევრი სოლომონ კვირკველია გამოაკლდა. ცხადაძის გადაწყვეტილებით, 23-კაციან სიაში თბილისის „დინამოს" ფეხბურთელი  ლაშა თოთაძე მოხვდა. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე გუნდს ავსტიაში შეუერთდებიან.


მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება ჯაბა კანკავა, რომელიც პოლონეთთან გასამართ ოფიციალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.


„ჩვენ გვინდოდა, რომ ჯაბა ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. მოგეხსენებათ, კაპიტანი პოლონეთთან თამაშს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს, ამიტომ უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებს გამოვცდით, რომლებიც უკვე მატჩიდან ოთხ დღეში ოფიციალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. ჯაბას არყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. მე მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ თამაშში უმჯობესი იქნებოდა, ის ფეხბურთელები გამოგვეცადა მის პოზიციაზე, რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ", - აცხადებს კახა ცხადაძე.


9 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. 13 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე კი, ქალაქ ვარშავაში საქართველო ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთთან გამართავს.


ეროვნული ნაკრები ცვლილებების შემდეგ, ასე გამოიყურება:


მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი" საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო" რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი" კვიპროსი);


მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი" აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი" ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია" კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია" რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო" რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა" თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი" აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო" თბილისი);


ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი( „კარპატი" უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი" უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი" უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი" ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია" რუსეთი), ლევან ყენია („სლავია" ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი" ბელგია);


თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი" იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი" დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი" რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი" აზერბაიჯანი).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016