დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-6 შესარჩევ ჯგუფში პირველ შეხვედრას, სან-მარიონელ თანატოლებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
ჩვენს ჯგუფში აგრეთვე ასპარეზობენ ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის და ლატვიის გუნდები.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, სან-მარინოში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო"), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი");
მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე - „ლოკომოტივი"), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი"), ლაშა დვალი („ქასიმფაშა", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო", თბ), დაჩი ცნობილაძე („სიონი"), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი", უკრაინა);
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია", საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი ერისთავი („დილა"), ლევან შენგელია („კოლხეთი", ფ), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - „დინამო", თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე - „ცხინვალი"), დავით დარციმელია („ნირედიჰაზა", უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი").