საქართველოსა და პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრების მატჩის პირდაპირი ტრანსლირების დროს, „პირველი არხის" კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ მეტად უხერხული შეცდომა დაუშვა, როცა ქართველი და პორტუგალიელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია და პორტუგალიელი მოთამაშის პენალტიდან გატანილი ბურთი კიტეიშვილს მიუთვალა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილაძე აღნიშნულ ფაქტს Facebook-ით გამოეხმაურა და პირველი კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა. მომივიდა შეცდომა, თანაც ძალიან უხეში, რომლის ახსნასაც უკვე 48 საათია, საკუთარ თავშიც ვერ ვპოულობ. ჩემი პასიურობა სწორედ ამით აიხსნება. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. უშეცდომო მხოლოდ ისაა, ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ემართებათ ისეთი რამ, რაც ყველა შეცდომაზე დიდია, მტკივნეულია და არ აქვს ახსნა. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის", - ამბობს ცნობილაძე.