ამერიკულმა კომპანიამ Howe and Howe Technologies-მა, რომელიც ძმებს ჯეფ და მაიკ ჰოუას მიერაა დაარსებული, ახალი მუხლუხებიანი მანქანა - Ripsaw EV2 შეიმუშავა, რომელსაც მდიდრულ „სუპერ ტანკს" უწოდებენ. კომპანია თავის ქმნილებას „სუპერ ტანკს" ტყუილად არ უწოდებს - მანქანა მანევრულობით და ყველგანმავლის თვისებებით გამოირჩევა. ის აღჭურვილია დიზელის მრავალცილინდრიანი ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, დაკიდების სისტემა, ამასთანავე მის ორივე კარი „თოლიას ფრთის" სტილით, ქვემოდან ზემოთ იღება.
ამერიკული კომპანია თავისი „სუპერ ტანკის" არც ზუსტ მახასიათებლებს და არც ფასს ჯერ არ აქვეყნებს. თუმცა აცხადებს, რომ ის შეკვეთებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ყოველ შემკვეთს მუხლუხებიანი მანქანისთვის ეკიპირების შერჩევა თავად შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, Ripsaw EV2-ის ფასი მინიმუმ 100 000 დოლარი იქნება.
Ripsaw EV2-ის ყოველი მოდელი ხელით აიწყობა, რასაც დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. მართალია, ტანკს რბილი მუხლუხები აქვს, მაგრამ კომპანიას მასზე საერთო სარგებლბის გზებზე ექსპლუატაციისთვის საჭირო ლიცენზია არ მიუღია.