reportiori.ge - თბილისის „დინამოს“ სამი ახალწვეული შეემატა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:47
სპორტი
თბილისის „დინამოს“ სამი ახალწვეული შეემატა
03 ივნისი, 2015. 16:33


როგორც მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო" გია გეგუჩაძემ ჩაიბარა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოპოვების შემდეგ, გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოსვლისთვის ემზადება.


დღეს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დინამოს" სამი ფეხბურთელი შეემატა. ამიერიდან, ქართული ფეხბურთის ღირსებას 24 წლის გიორგი ბეგაშვილი, 26 წლის გიორგი გურული და 22 წლის არჩილ ტვილდიანი დაიცავენ.


ბეგაშვილი ამპლუით მეკარე გახლავთ და იგი აქამდე მარტვილის „მერანის" ფერებს იცავდა. მანამდე კი, „ჩიხურაში", „გაგრაში" და „სამტრედიაში" ასპარეზობდა.


გურული მცველია და სხვადასხვა დროს ქუთაისის „ტორპედოსა" და „ზესტაფონში" ირიცხებოდა. მისი უკანასკნელი კლუბი ქობულეთის „შუქურა" გახლავთ. აღსანიშნავია, რომ გიორგი გეგუჩაძის დაქვემდებარებაში ქუთაისურ და ზესტაფონურ კლუბებშიც ასპარეზობდა.


რაც შეეხება ტვილდიანს, იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. არჩილმა კარიერა სწორედ თბილისის „დინამოში" დაიწყო, თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბოლნისის „სიონის", რუსთავის „მეტალურგისა" და ქობულეთის „შუქურას" რიგებში ირიცხებოდა.


აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოს" ხელმძღვანელობა ამაზე შეჩერებას ნამდვილად არ აპირებს და უახლოეს მომავალში საკმაოდ ხმაურიან ტრანსფერებს გვპირდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016