reportiori.ge - დღეს „ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:29
კულტურა
დღეს „ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
03 ივნისი, 2015. 16:52


დღეს, კულტურის სამინისტროში გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის ოცნებების სასაფლაოს" ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა გაუძღვნენ.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმი „ოცნებების სასაფლაო" სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. აღნიშნული კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია „Vectracom"-ში ინახებოდა.



გიორგი ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.



ოცნებების სასაფლაო" არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს არწივი", უმაღლესი ჯილდო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე" სან-ფრანცისკოში; გრანპრი და ჟიურის პრიზი ფიპრესი" სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოტავრი".



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016