reportiori.ge - „ბარსელონა“ VS „იუვენტუსი“ - ისტორია, ფაქტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:29
სპორტი
„ბარსელონა“ VS „იუვენტუსი“ - ისტორია, ფაქტები
03 ივნისი, 2015. 16:56


6 ივნისს „ბარსელონა" და „იუვენტუსი" ერთმანეთს ევროთასებზე მეშვიდედ შეხვდებიან, ბოლოს ერთმანეთს ეს გუნდები ზუსტად 12 წლის წინ დაუპირისპირდნენ. მათ შორის ჩატარებულ ექვს შეხვედრიდან გამომდინარე სრული თანაფარდობაა. კატალონიელებმა 2-ჯერ იმარჯვეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ორიც ტურინელებმა მოიგეს. თუმცა, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უპირატესობას „ბარსელონა" ფლობს. მათ ტურინელები ორ შემთხვევაში გამოთიშეს ტურნირს. აი, უკანასკნელი მარცხი კი „ბლაუგრანას" გულშემატკივარს ძალიან დიდხანს დაამახსოვრდა.


საინტერესო იქნება, თვალი გადავავლოთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების  ისტორიას.


დავიწყოთ შორეული 1985-86 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის შეხვედრით.

 

1/4 ფინალი. ევროპის ჩემპიონთა თასი-1985/86

 

ბარსელონა" - „იუვენტუსი" 1:0

იუვენტუსი" - „ბარსელონა" 1:1

„ჩვენ ტურნირს ყველაზე ძლიერი გუნდი გამოვთიშეთ", - ამბობდა „ბარსას" იმჟამინდელი ინგლისელი თავკაცი ტერი ბენეიბლსი, რომლის დრიმ-თიმმაც ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოთიშა. კატალონიელებს „კამპ ნოუზე" გამარჯვება ხულიო ალბერტოს მიერ 82-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა. ჯოვანი ტრაპატონის გუნდის სიტუაცია კატასტროფულად გართულდა განმეორებითი მატჩის 30-ე წუთზე, როდესაც „ბარსელონის" შოტლანდიელმა ლეგიონერმა სტივ ანიჩებემ ანგარიში გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

 

მიშელ პლატინიმ ანგარიშის გათანაბრება შესვენების შემდეგ მოახერხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული „ბარსელონა" გამოვიდა, რომელიც საბოლოოდ ფინალშიც გავიდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიელებს ძალიან ბევრი ხიფათი შეუქმნა „იუვეს" ახალგაზრდა ფორვარდმა მარკო პაჩონემ, თუმცა მან ვერც ერთი მომენტი ვერ გამოიყენა.  „იუვენტუსის" გულშემატკივრები ამას დღემდე არ მპატიობენ", - იხსენებს პაჩონე.

 

ამის შემდეგ იყო თასების თასის ნახევარფინალური დაპირისპირება, სადაც ორი მატჩის ჯამში „ბარსამ" იმარჯვა.






1/2 ფინალი. თასების თასი-1990/91

 

ბარსელონა" - „იუვენტუსი" 3:1

იუვენტუსი" - „ბარსელონა" 1:0

„კამპ ნოუზე" ანგარიში პიერლუიჯი კაზირაგიმ გახსნა. თუმცა, შესვენების შემდეგ ხრისტო სტოიჩკოვმა (56', 60') და ანტონიო გოიკოეჩეამ (76') ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. განმეორებით შეხვედრაში იოჰან კრუიფის გუნდი სრულ ფიასკოსთან ძალიან ახლოს იყო. 61-ე წუთზე რობერტო ბაჯომ ორი მატჩის ჯამში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ზუსტად ერთ წუთში კი სტუმართა ნახევარმცველი გილერმო ამორი მსაჯმა მოედნიდან გააძევა, რამაც კიდევ უფრო კრიტიკული გახადა კატალონიელთა სიტუაცია, მაგრამ ტურინელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

 

„როდესაც მათ გოლი გაგვიტანეს და ამავდროულად მინდვრიდან ამორი გააძევეს, ჩვენ ზედიზედ სამ ზუსტ პასსაც კი ვეღარ ვაკეთებდით", - იხსენებს ჰოლანდიელი სპეციალისტის თანაშემწე კარლეს რექსაჩი. ხოლო, „ბიანკონერის" თავკაცი ლუიჯი მაიფრედი მარცხის მიუხედავად ძალიან ამაყობდა თავისი გუნდით: „დღეს ჩვენ მომავლის „იუვენტუსი" დავინახეთ". რამდენიმე კვირის შემდეგ კი მაინფრედი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.


21-ე საუკინის გარიჟრაჟზე ეს გუნდები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. აქ კი გამარჯვება ტურინელებმა იზეიმეს.







1/4 ფინალი. ჩემპიონთა ლიგა-2002/03

 

იუვენტუსი" - „ბარსელონა" 1:1

ბარსელონა" - „იუვენტუსი" 1:1 (.. 1:2)

ტურინულ მატჩში ხავიერ სავიოლას მიერ გატანილი გოლი წარმატების კარგ შანსს უტოვებდა სტუმრებს, მაგრამ „კამპ ნოუზე" რადომირ ანტიჩის გუნდისათვის ყველაფერი სცენარის მიხედვით არ წარიმართა. კაცნაკლულად დარჩენილ მარჩელო ლიპის გუნდს ყურები არ ჩამოუყრია, შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს და საბოლოოდ 114-ე წუთზე მარსელო სალაიეტას გოლის წყალობით გამარჯვება მოიპოვეს.

 

„ეს კატასტროფაა!" - აცხადებდა საშინაო არენაზე ერთადერთი გოლის ავტორი „ბლაუგრანას" მხრიდან ჩავი ერნანდესი. „სიმართლე ის არის, რომ ჩვენ განსაკუთრებული და ექსტრა კლასის გუნდი გვყავს, რის ხარჯზეც ჩვენ დღეს გამარჯვება მოვიპოვეთ", - განაცხადა ლიპიმ, რომლის გუნდიც საბოლოოდ ფინალში „მილანთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.


ეს გუნდები ერთმანეთს აგრეთვე 1970/71 წლების სეზონშიც დაუპირისპირდნენ ბაზრობათა თასის მეორე რაუნდში. ეს ტურნირი უეფას თასის - ევროპის ლიგის წინამორბედი იყო, მაგრამ უეფას ეგიდით არ იმართებოდა და არაოფიციალურად ითვლებოდა. მაშინ ტურინელებმა „ბარსელონა" ერთნაირი ანგარიშით (2:1) დაამარცხეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016