დღეს, 3 ინვისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის „რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის ახალი მთვარი მწვრთნელი - რაფაელ ბენიტესი წარადგინა.
„მადრიდის „რეალში" ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენთვის არაფერია სრულყოფილი. თავდაუზოგავად და სიმამაცით უნდა ვიბრძოლოთ, რათა ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ჩვენ მეტად თავდაჯერებით ვიწყებთ ახალ ეტაპს და ახალი მწვრთნელის მოსვლა უფრო მეტად გაგვაძლიერებს. ვფიქრობ, კლუბის მიზნები ყველასათვის კარგად არის ცნობილი.
რაფა საოცარი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მას დიდი ხანია„რეალის" ჩაბარება სურს და დღეს მისი ოცნება რეალობად იქცა. ბენიტესი კარგად იცნობს ჩვენ კულტურას, იცის, როგორი ღირებულებებისა და ფასეულობების მატარებელია „რეალი". ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დიდებულად ახერხებს ფეხბურთელებთან ურთიერთობას და მათგან მაქსიმუმის მიღებას. ის გამორჩეულია თავისი სამწვრთნელო თვისებებითა და მიღწევებით.
ბენიტესი 13 წლის ასაკში მოვიდა „სამეფო კლუბში". აქ ჩამოყალიბდა, როგორც მოთამაშედ, ასევე დამრიგებლად. ვფიქრობ, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახის ცხოვრებაში. მან კარგად იცის, რას ნიშნავს კლუბის ფერების ტარება და ეს სტადიონი. ვიმედოვნებ, მალე მოპოვებს ქომაგებისა და ფეხბურთელების კეთილგანწყობას", - განაცხადა „სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.
„ემოციურად ძალიან დატვირთული დღეა - სახლში დავბრუნდი. ძალიან აღელვებული ვარ. ყველაზე რთული მაშინ საუბარია, როცა არ იცი, რა თქვა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ ფეხბურთელები კარგად იასპარეზებენ და ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ. ნდობისთვის მადლობელი ვარ", - აღნიშნა „რეალის" ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესმა „რეალთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.