ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა და მიხეილ სააკაშვილის სახლის ეზოში შესვლა სცადა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იძულებით, 700 ათას ლარად ყვარლის რაიონში კულტურის სახლის ნანგრევები აყიდინეს. მისი განცხადებით, პროკურატურასაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.
შოშიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის სახლთან მანამდე დარჩება, ვიდრე მისი პრობლემებით ხელისუფლების წარმომადაგენლები არ დაინტერესდებიან. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. მათ და შოშიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
ვალერი შოშიაშვილი და მისი ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილთან „სკაიპით" გასაუბრებას ითხოვენ.
ვალერი შოშიაშვილის თქმით, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანამდე დარჩება, ვიდრე მასთან ამერიკის ელჩი და ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივლენ.