კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დამუშავდა. 1-ელ ივნისის 22:30 საათიდან სსსტც "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში - ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე დააფიქსირა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შიდამასიური ღრუბელი, ფართობით 1000კმ2, რომელიც მოძრაობდა ჩრდილო აღმოსავლეთ მიმართულებით.
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ 23:18 საათიდან 23:52 საათამდე ღრუბლების მიმართულებით განახორციელა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლები, რის შემდეგაც ღრუბელთა სისტემა შესუსტდა და გადაინაცვლა კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.
2 ივნისის 00:50 სთ-ზე თბილისის მიმდებარედ განვითარდა და ახმეტისა და თელავის რაიონებში შემოვიდა მესამე-მეოთხე კატეგორიის (20 მმ სეტყვის მარცვალი, 300 კმ2 ფართობის) სეტყვის ღრუბელი.
01:05 საათიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დაიწყო აღნიშნული ღრუბლების დამუშავება რაკეტებით. დამუშავება გაგრძელდა 02:42 საათამდე.
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შემდეგ თელევის და ახმეტის რაიონებში ღრუბლების უდიდესი ნაწილი მოსალოდნელი 15 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის ნაცვლად ჩამოიცალა წვიმის სახით, მცირე ნაწილი კი თელავი-რუისპირის მიმდებარედ და ყვარელის-ლაგოდეხის კავკასიონის ქედის კალთებზე უწვრილესი 3-5 მმ დიამეტრის სეტყვის სახით", - აცხადებენ "დელტაში".
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)