reportiori.ge - კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:26
კულტურა
კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება...
ავტორი:
03 ივნისი, 2015. 21:17



საქართველოს სახალხო არტისტს, კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ,  რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ.

 

მსახიობის საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე- მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.

 

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი.

 

აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);

 

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016