საქართველოს სახალხო არტისტს, კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ.
მსახიობის საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე- მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი.
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);
კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)